slide
slide
slide

ინოვაცია ესთეტიკურ გინეკოლოგიაში

„ქალი, რომელიც საკუთარ სილამაზეში მტკიცედაა დარწმუნებული, საბოლოოდ ყველას დარწმუნებას შეძლებს.“ იყო ბედნიერი საკუთარი სხეულისა და სულის სიჯანსაღის შეგრძნებით, ეს ნიშნავს, იყო თავდაჯერებული  ქალი, რომელსაც მეტი შესაძლებლობა აქვს მართოს საკუთარი თავი, სული, სხეული…იყოს ბედნიერი.

საბედნიეროდ, დღეს  ქალს მეტი შესაძლებლობა აქვს იზრუნოს საკუთარ თავზე,   შეაჩეროს დაბერების პროცესი,  მოუაროს  საკუთარ  სხეულს.  ამასთან დაკავშირებით იწერება მრავალი წიგნი,  სტატიები, გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ შევინარჩუნოთ ქალურობა,  ვიზუალური და შინაგანი სილამაზე.  ამასთანავე,   პლასტიკური ქირურგია  ძალიან მოთხოვნადი გახდა, რაც არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაში, შეგიძლია შეცვალო მარტივად პლასტიკური ოპერაციის გზით, მაგრამ   ვფიქრობ, რომ სილამაზე სრულყოფილი მხლოდ მაშინ არის, როცა სხეული შინაგანად არის ჯანსაღი და მშვენიერი. არის კონკრეტული საკითხები რაზეც არ ვსაუბრობთ,  რადგან გვრცხვენია,  ვერიდებით პრობლემის აღიარებას,  რის გამოც პრობლემას  ვერ ვაგვარებთ და  შემდეგ მთელი ჩვენი  ცხოვრება არის დეპრესიული  და უარყოფითი განცდებით სავსე. მაგალითად, ქალის სხეული მშობიარობის შემდეგ  საჭიროებს  განსაკუთრებულ მოვლას, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უფრო ემოციური და არასტაბილურია. განიცდის დისკონფორტს მეუღლესთან ურთიერთობაში, მათი სქესობრივი კონტაქტი არ არის მათთვის  სიამოვნების განცდა, რაც  გამოწვეულია რიგი ფაქტორებით. ამ პრობლემების მოგვარება კი შესაძლებელია  ინტიმური პლასტიკის გზით. (თუმცა ბევრმა ეს არ იცის…)

დღეს, ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემაც სწორედ ეს არის. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში  ერთადერთი ესთეტიკური გინეკოლოგიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ბელა მეტრეველი გვესაუბრება. თუ რა არის ესთეტიკური გინეკოლოგიის  მთავარი  გამოწვევები, რა  ინოვაციური მეთოდებით მკურნალობს „ქალურ პრობლემებს“ რომელიც ქალში თავისი ცხოვრების განმავლობაში იჩენს თავს და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში დეპრესიის, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. რა  რეკომენდაციებს აძლევს პაციენტებს, თუ როგორ შეინარჩუნონ სხეულის შინაგანი სიჯანსაღე და სილამაზე, ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.

ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრის მთავარი სიახლე-ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავება, ეს არის სენსაცია  ლაზერული ტექნოლოგიების, ესთეტიკისა და სილამაზის სფეროში!

 

ქალბატონო ბელა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ დაგვითმეთ დრო, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას შევძლებთ ქალბატონებისთვის

დიდი სიამოვნებით დაგთანხმდით ინტერვიუზე, რადგან ვფიქრობ, ინტერვიუ  არის კომუნიკაციის საშუალება, რომლითაც მე კიდევ ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა, ქალბატონებს მივაწოდო მათთვის  ძალიან საჭირო ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ დრო და ასაკი ზემოქმედებს ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ქალის   ცხოვრებაზე. სექსუალური სფეროს ჰარმონია  ნებისმიერი ასაკის ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზმში მიმდინარე  ბუნებრივი, ასაკობრივი ცვლილებები ხშირად დისკონფორტისა და ინტიმური დარღვევის მიზეზი ხდება.

რას გულისხმობთ კონკრეტულად?

ასაკთან ერთად იცვლება ქალის სასქესო ორგანოების მდგომარეობა, ქვეითდება საშოს კედლის ტონუსი და ელასტიურობა, (განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ) მცირდება საშოს სეკრეცია, ვითარდება სიმშრალე, ქვეითდება აგზნებადობა, მგრძნობელობა, ვლინდება  დისკონფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

ქალების 40-60 პროცენტს  მენოპაუზის პერიოდში, უვითარდება საშოს ჰიპოტროფია ან ატროფიული ვულვოვაგინიტი, რასაც თან ახლავს აქტიური სქესობრივი ცხოვრების  დაქვეითება. ჩვენს კლინიკაში კი ამ პრობლემებს ლაზერული ტექნოლოგიების საშუალებით ვაგვარებთ.

ქირურგიული ოპრაციებისგან განსხვავებით, რა არის  ლაზერული ტექნოლოგიების  უპირატესობა?

ლაზერული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას სასურველი შედეგები მიღწეული იქნას შემჭიდროვებულ ვადებში, უსაფრთხოდ,  განსაკუთრებული მომზადების და ხანგრძლივი ანესთეზიის გარეშე. პაციენტი დაუყონებლივ უბრუნდება  ცხოვრების ჩვეულ რითმს, რეაბილიტაციის პერიოდი კომფორტულია.

ვულვო-ვაგინალური ლაზერული გაახალგაზრდავება რა პროცესს მოიცავს?

ეს პროცესი ტარდება სპეციალური  ერბიუმის ლაზერით,  რომლის მეშვეობით ქსოვილებზე მინიმალური ზემოქმედებით მიიღწევა  მაქსიმალური თერაპიული ეფექტი.

რეაბილიტაციის პერიოდი რამდენ დღეს გრძელდება?

3-4 დღე. პაციენტმა  ამ პერიოდში თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კონტაქქტისგან, საუნის, საცურაო აუზის და ფიზიკური დატვირთვისგან.

ასაკობრივი შეზღუდვა თუ არის?

ეს პროცედურა არ ტარდება 75 წლის შემდეგ ასაკში. გარდა ამისა,  ამ მეთოდის გამოყენება არ ხდება მცირე მენჯის ორგანოების მწვავე ანთებითი ან ონკოლოგიური  პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის  დროს, ორსულობის და ლაქტაციის, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში (2 თვის განმავლობაში).

 ძირითადად ამ მეთოდით რა პრობლემებს ვაგვარებთ?

მშობიარობის შემდგომი ნაწიბურები, გარეთა სასქესო ორგანოების ესთეტიკური დეფექტები, საშოს მგრძნობელობის დაქვეითება,  40 წლის ასაკში საშოს რელაქსაციის სინდრომის პროფილაქტიკა და ა. შ

პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება?

ანესთეზიის გარეშე ტარდება, უმტკივნეულოდ, პროცედურის შემდეგ კი კოლაგენის გაძლიერებული გამომუშავების და აღდგენის ხარჯზე საშოს კუნთები იბრუნებენ პირვანდელ ელასტიურობას, იმატებს საშოს ტონუსი, აღდგება მიკროცირკულაცია და  ლორწოვანი იბრუნებს  ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. შედეგად უმჯობესდება  ეროგენული მგრძნობელობა იმატებს თვითშეფასების დონე და ფსიქოლოგიური კომფორტი.

როგორც ვიცი მსგავსი პრობლემების დაძლევა დღემდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გზით იყო შესაძლებელი, ეს კი ნამდვილად ინოვაციაა…

დიახ, გეთანხმებით,  სქესობრივი სფეროს კორექციის მოთხოვნილება მთელს მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, რაც მიუთითებს სქესობრივი სფეროს ნორმალიზაციის აუცილებლობაზე. ეს ინოვაციური მეთოდი გვაძლევს საშუალებას  მოხდეს საშოს ლორწოვანის რეკონსტრუქცია.

ქალბატონო ბელა, თქვენ აღნიშნეთ, რომ პაციენტებს უჭირთ ამ პრობლემებზე საუბარი, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია, მეუღლესთან არასრულფასოვანი სექსუალური კავშირით, ვერც მეუღლე იღებს სიამოვნებას და ვერც თვითონ. იწყებს ფიქრს რაშია პრობლემა, არ აქვს სათანადო განათლება კონკრეტულად ამ საკითხში, და  შესაბამისად, ვარდება დეპრესიაში. იწყება კონფლიქტი რაც ოჯახის დანგრევის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

თქვენს სამუშაო პრაქტიკაში ყოფილა მსგავსი ფაქტი?

ერთხელ გოგონამ მომმართა და მითხრა რომ მეუღლეს მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა და ცალკე ოთახში გადავიდა, იყო დეპრესიაში  და ეგონა რომ მისი ცხოვრება აქ დასრულდა. ჩვენ ვუმკურნალეთ მას, მივეცით შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ისინი ერთად არიან  და აქვთ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება.  დაგვირეკა მამაკაცმა და გვთხოვა დეტალურად აგვეხსნა მისთვის თუ როგორი იყო მკურნალობის მეთოდი, რადგან შედეგისგან იყო გაოცებული.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა პრობლემა გაუნათლებლობიდან მოდის. რადგან ეს მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის ინოვაცია საქართველოში, ამიტომ ბევრმა არ იცის მის შესახებ… რომ დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში  ვთავაზობთ, რომ მობრძანმდნენ ჩვენს კლინიკაში და გაიარონ კონსულტაცია. მედიცინაში ხშირად გვესმის ტერმინი „ფრიგიდული ქალი“ მე კი ვამბობ,  რომ არ არსებობს ფრიგიდული ქალი..

მოგეხსენებათ, რომ  ოჯახური პრობლემების საწყისი  შეიძლება იყოს   წყვილში არასრულფასოვანი სქესობრივი კონტაქტი.  რაც საბედნიეროდ მოგვარებადია…

ალბათ ეს პრობლემები, ნაკლებად აქვთ ქალბატონებს, რომლებიც  საკეისრო კვეთას იკეთებენ..

გეთანხმებით, შედარებით ნაკლებია,  მაგრამ რისკი ყოველთვის არის..

ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შემდეგ  ქალი თავდაჯერებული და ბედნიერია.. ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის ეს რას ნიშნავს.. მინდა რომ ყველა ქალი იყოს ბედნიერი და წარმატებული. ქალის სხეულს იმდენად დიდი დატვირთვა აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ფეხმძიმობის  პერიოდში იწყება, შემდეგ კი ერთვის მშობიარობის ტრამვები და მშობიარობის შემდგომი პერიოდი,  რომ  ანგრევს მის სხეულს,  რის გამოც სჭირდება რეაბილიტაცია. გარემო,  მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის სრულყოფისთვის. ეს უპირველეს ყოვლისა  მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ. ქალის სხეული ფიზიოლოგიურად ისე არის მოწყობილი, რომ  შეუძლია ეს ყველაფერი გადალახოს…

ქალი წარმატებულია მაშინ, როცა არის ბედნიერი.

რატომ, აირჩიეთ ეს პროფესია?

ბავშვობიდან მაინტერესებდა  ყველაფერი რაც ამ სფეროს უკავშირდება, მერე ნელნელა უფრო გაღრმავდა ჩემში ეს სურვილი და დღეს ბედნიერი ვარ,  რომ ამ საქმეს ვემსახურები. როცა ვხედავ, როგორ მიდის ჩემი კლინიკიდან პაციენტი გაღიმებული, ბედნიერი და თავდაჯერებული- ვთვლი, რომ ეს ჩემს პროფესიაში მთავარი მიღწევაა. თუმცაღა გაჩერებას არ ვაპირებ, ვმუშაობთ მკურნალობის მეთოდების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ვესწრებით კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩამოგვაქვს მნიშვნელოვანი იმფორმაციები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ.  ევროპაში, ამ კუთხით  მიღებული პრაქტიკული ცოდნა, რომლის საფუძველზე შესწავლილი მეთოდები  წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებულია, კარგ შედეგს გვაძლევს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ინტიმური პლასტიკა  და ლაზერული  ვაგინალური გაახალგაზრდავების მეთოდი,  რომელსაც ჩვენი გინეკოლოგიური ესთეტიკური ცენტრი სთავაზობს ქალბატონებს, არის ინოვაცია- რომელსაც შეუძლია შეცვალოს მათი ცხოვრება.  ნებისმიერ ასაკში დარჩნენ სასურველ ქალად.

ვფიქრობ, ეს  სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების  და ქალური ბედნიერების   მყარი გარანტიაა.

ესაუბრა თინათინ  ღლონტი