Alternative content



„ნამდვილ პოეზიას სული აქვს, ადამიანივით სუნთქავს“-ირმა ბეგლარიშვილი

ირმა ბეგლარიშვილი

ირმა ბეგლარიშვილის შემოქმედება ზღვას ჰგავს ზოგჯერ მშვიდს და ზოგჯერ მღელვარეს... ასეთია მისი სულიც... მე ასე დავინახე... ასე ვიგრძენი...

16 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას ერთი დღეც არ უცხოვრია საქართველოს გარეშე... სწორედ ამიტომ, ამ ჭეშმარიტი გრძნობით სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა შეძლო სულიერი თავისუფლებისა და სიმშვიდის მოპოვება... მან საკუთარი . . .


„მიჭირს გავყიდო საკუთარი სული...“– ბაჩო ცანავა

ბაჩო ცანავა

ბაჩო ცანავას შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების შესახებ, ჯერ კიდევ წლების წინ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, მაგრამ დღეს, ამ სტატიის საშუალებით, თქვენ სულ სხვანაირ ბაჩო ცანავას გაიცნობთ. ხელოვანს, რომლისთვისაც ხელოვნება საკუთარი სულის ნაწილია, რომელსაც კრეატიული იდეებითა და განსაკუთრებული გულწრფელი ემოციებით ასაზრდოებს...

ბაჩო ცანავა–მეთოჯინეა, მის ნამუშევრებში იგძნობა, ჯანსაღად მოაზროვნე, გულწრფელი ადამიანის . . .


ეტლს მიჯაჭვული ბალერინას ოცნებების კვალდაკვალ...

მარინე ქაციბაია

მარინე ქაციბაია, პოეტი, მხატვარი, უსაზღვროდ ნიჭიერი შემოქმედი–ადამიანი სიყვარული, რომლის ცხოვრება და შემოქმედება სულიერი სიმშვიდის გზაა სიყვარულიდან სიყვარულამდე...

შეზღუდულია მისი ფიზიკური შესაძლებლობები, მაგრამ მის ნიჭს საზღვრები არ აქვს და სწორედ ეს უსასრულობა, არამიწიერი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები, მისი როგორც შემოქმედის გენიალურობაზე გვაფიქრებს. სამწუხაროა, რომ მას სათანადოდ ვერ აფასებს . . .


არის თუ არა დაცული ბავშვთა უფლებები საქართველოში!

„ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასაბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტია, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა განაპირობა მსოფლიოში არსებულმა პრობლემებმა, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. არსებობდა უამრავი მასალა, რომელიც ადასტურებდა ბავშვთა მიმართ ჩადენილ უსამართლობასა და ძალადობას, აგრეთვე, მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, . . .


ხუდონჰესი - შვიდჯერ გაზომე ერთხელ ააშენე!

თამაზ ვაშაკიძე

საქართველოს ტერიტორიაზე 26 ათასი მდინარე მიედინება და სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანას დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია. მიუხადავად იმისა, რომ ელექტროენერგიას 26 ჰიდრო და ერთი თბოსადგური გამოიმუშავებს, სპეციალისტთა აზრით, აუცილებელია ახალი სიმძლავრეების ექსპლოატაციაში შეყვანა. ალბათ ამ გარემოებამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას 40 ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, მათ შორისაა . . .


ირაკლი ასლანიკაშვილის სიტყვის ძალა!..

ირაკლი ასლანიკაშვილი

„ადამიანო, ნუ დაგავიწყდება, რომ ორმესამედზე მეტი წყალი ხარ!

ჰოდა, რადგან ეგრეა, მე გირჩევ, ნუ მიემსგავსები ტბასა და ჭაობს, თორემ ლელქაშებისა და ბაყაყების სამყოფელად გადაიქცევი, დამლაშდები, ყინვაში გაიყინები, ხოლო სიცხეში აორთქლდები და დაშრები.

გიჯობს მდინარეს მიჰბაძო, იდინო, ირბინო და სადაც ჩაივლი, ირგვლივ ყველაფერი გამოაცოცხლო. ყოველ კილომეტრში განახლებისა და განწმენდის უნარი გქონდეს და დასალევადაც ვარგოდე, რომ შენთან მოსულთ . . .


ჩემი რესპოდენტი მონაზონია...

დედა სიდონია

დედა სიდონია 20 წელია, რაც მონაზონი გახდა... 18 წლის იყო, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო...

მანამდე იყო სხვა ცხოვრება, სხვა ფიქრი, განცდები, ემოციები, მსოფლმედველობა, უსმენდა მძიმე როკს, ცხოვრობდა ხმაურიანი, მოუსვენარი ცხოვრებით, მაგრამ ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, მან საკუთარ სულში იგრძნო ის სამყარო, რომელშიც დღეს ცხოვრობს... ვეღარ დაიძინა მძიმე როკის ხმაურიანი მუსიკის ფონზე და ეს ჟღერადობა გალობით, ლოცვებით ჩაანაცვლა... ამას მოყვა საოცარი სიმშვიდე, სხვა გრძნობა, . . .


ბენეფიციარის პროტესტს სოციალური მომსახურების სააგენტო პასუხობს!

მამუკა მაჭავარიანი

21–ე საუკუნეში, საქართველოში, საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, მაგრამ საკითხავია, თავად ეს საზოგადოება რამდენად უქმნის სათანადო გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს... ან, სახელმწიფო რას აკეთებს მათთვის და მომსახურების რა სერვისს სთავაზობს...

ქალბატონმა, რომელიც თავად არის შეზღუდული . . .


რის ფასად დათმობს ნინო ბილიხოძე წარმატებულ შემოქმედებით კარიერას მოსკოვში!

ნინო ბილიხოძე

მონუმენტური მხატვრობა ფერწერისა და არქიტექტურის სინთეზია, რომელიც დიდი წარსულის განცდითა და მომავლის იმედით არის შთაგონებული. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ერის წინაშე დიდი მისია აქვს მონუმენტალისტ შემოქმედს...

მარტივი და სასიამოვნო პროცესია დახატო პეიზაჟი და ერთი მზის სხივით მასში გამოხატო გრძნობა, ჩადო დიდი აზრი, რომლითაც მას გახდი განსაკუთრებულს, მაგრამ რთულია, დახატო დოქი, . . .


„წარმოთქმულ სიტყვას უნდა მისცე შანსი, რომ გახდეს ისტორია!“–კახაბერ ჩხარტიშვილი

კახაბერ ჩხარტიშვილი

ფილოსოფია ადამიანის გონების და ცნობიერების საუკეთესო გამოცდაა. თუ გაქვს ძიების უნარი და შეგიძლია ჩაწვდე ფილოსოფიის სიღრმეებს, ესე იგი მარტივად შეგიძლია გაუგო ჭეშმარიტებას...

ამჯერად, ნიჭიერი პოეტის, კახაბერ ჩხარტიშვილის შემოქმედების ჭეშმარიტებაზე მინდა გიამბოთ, რომელიც თავად შექმნა. კახაბერის პოეზია განსაკუთრებულია აზრთა . . .


„თქვენს ქვეყანაში ძაღლიც კი ძალადობის მსხვერპლია...“-მაჰნაზ ჰარისონი

მაჰნაზ ჰარისონი

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ოჯახური ძალადობა“. აღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი მაჰნაზ ჰარისონი. აღნიშნულმა თემამ დისკუსია გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში და შესაბამისად, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. გასაკვირი არც არაფერია, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულმა . . .


პოეტის გვირგვინი საზოგადოებამ უნდა დაგადგას!

შალვა ლონდარიძე

„მზის სხივებით დასველებული უდაბნო გინახავთ?“ გინახავთ „როგორ ეკვირტება მზეს ვარდები სიმხურვალეში?“. შეგიგრძვნიათ „ცის მწვერვალიდან დათოვლილი მონატრების სითბო?“ ან „ზღვის ტალღებში ამოჭრილი მზის მხურვალება“. ოდესმე „ცხელი ყვავილი დაგინთიათ ხელში?“–წაიკითხეთ შალვა ლონდარიძის პოეზია, მოისმინეთ მისი თითეული სიტყვა და ძალიან მარტივად იგრძნობთ ამ ყველაფერს. დარწმუნდებით მის გულწრფელობაში, ჩაწვდებით მის . . .


"მის ვარსკვლავები 16"

ბესო ჩუბინიძე

ბესო ჩუბინიძე ყოველთვის გამოირჩევა თავისი კრეატიულობით, შრომისმოყვარეობითა და ენერგიულობით - ამიტომაც ელის მისგან საზოგადოება, ყოველთვის რაღაც განსხვავებულს, ორიგინალურსა და საინტერესოს. მან ამჯერადაც არ გაგვიცრუა იმედები და კლუბ VIP TIME-ში მოგვიწყო ნამდვილი სასწაული, დადებითი ემოციების ფეიერვერკი. ათი ლამაზმანი, რომლებიც ფოტოგენურობის კონკურსში მონაწილეობდნენ, დაჯილდოვნენ სხვადასხვა ნომინაციებში–მის სექსუალობა, მის შარმი, მის გრაცია და ა.შ
”მის . . .


მაკა ნაცვლიშვილის პროტესტი!!!

მაკა ნაცვლიშვილი

დიზაინერი მაკა ნაცვლიშვილი, წლების წინ აქტიურად იყო ჩართული მოდის სფეროში. მონაწილეობას იღებდა დეფილეებსა თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. მისი მუზა იყო ლიკა ქავჯარაძე, დინი ვირსალაძე და სხვა ცნობადი ქალბატონები.
ქალბატონი მაკა გახლავთ სტუდია “ნოემას” დამფუძნებელი, მან ასევე დაარსა მოდის სახლი “ირიდა” მეგობარ დიზაინერებთან ერთად. აკეთებდა საინტერესო პროექტებს. მიუხედავად ოცდაათწლიანი გამოცდილებისა და აქტიური . . .

'დავბრუნდი იქ, სადაც ყველაზე მშვიდი და ბედნიერი ვარ...'-დინი ვირსალაძე

დინი ვირსალაძე

ქართველი ჯაზ მუსიკოსის, პიანისტის დინი ვირსალაძის შემოქმედებითი გზა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ნიჭიერი მუსიკოსის წარმატება განაპირობა - მისმა გულწრფელობამ, უსაზღვრო შემოქმედებითმა ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ. დღეს დინი ვირსალაძეს მსოფლიო იცნობს, როგორც ძალიან წარმატებულსა და ნიჭიერ შემოქმედს. ქართველ ერს კი ეამაყება მისი ქართველობა. ინტერვიუში, დღეს არ . . .


“M.M”-ს კრეატივი!

მანანა მანია

ორიგინალური, ინდივიდუალური, არაორდინალური და სხვა მსგავსი სიტყვები ხშირად გვესმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქალაქი მასპინძლობს მოდის კვირეულებს, რომლის შემდეგ დიზაინერების მიერ წარმოდგენილი კოლექციების შეფასება ხდება. საკითხავია, რამდენად კომპეტენტურია ეს შეფასებები და რის საფუძველზე კეთდება. და რაც მთავრია, ვინ არის შემფასებელი. საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი დიზაინერი გვყავს საქართველოში... ამბობენ, დრო გამოკვეთს მათ შორის ყველაზე ნიჭიერს, . . .


მარინე ქაციბაიას სასწაული...

მარინა ქაციბაია

ვინ არის ქალბატონი მარინა ქაციბაია? იგივე კითხვა დამებადა მას შემდეგ, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ვეცნობოდი ერთ-ერთი წარმატებული მხატვარის შემოქმედებას. ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონი მარინეს კომენტარმა, რომლითაც ის შეფასებას უკეთებდა ხელოვნების ნიმუშს. აღნიშნული კომენტარი გახდა იმის საფუძველი, რომ მე დავინტერესდი მისი პირონებით და მის გვერდზე გადავინაცვლე, სადაც დამხვდა სასწაული! აქედან დაიწყო ყველაფერი...

”დავიბადე . . .


მეგა 2012...

20 დეკემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის დარბაზში “მეგას” რიგით მეცამეტე დაჯილდოება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი ბესო ჩუბინიძე გახლდათ. ბევრი დამეთანხმებით იმაში, რომ ქართული შოუ-ბიზნესი აღარ არსებობს, მაგრამ გასარკვევი ორი რამ არის. არ არსებობს იმიტომ, რომ უკვე “გარდაიცვალა”, ან უბრალოდ “მიძინებულია” და გამოღვიძება სჭირდება. ეს ამბავი სასაცილოდაც მეჩვენება, მაგრამ მართლა სასაცილო იქნებოდა სატირალი, რომ არ იყოს. აქვე იმასაც დავსძენ რომ, რომ არა ბესო ჩუბინიძე და მსგავსი ერთგული . . .


ოცნება თუ რეალობა!

ვიოცნებო? ამ რეალობაში ოცნება ძნელია და არც მაქვს ამის სურვილი! რაზე ვიოცნებო? აფხაზეთის, თუ ღირსების დაბრუნებაზე! აზრი არ აქვს, იმიტომ კი არა რომ არ მინდა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ ამისთვის არ გვცალია! ჯერ ხომ ერთმანეთს ვებრძვით!!! "ხუთიანების" მიღების "ოცნებით" ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით! გუშინ ძმობას ვეფიცებოდით ერთმანეთს და დღეს ერთმანეთს ვწირავთ! არქიფო სეთურის მრევლს ვემსგავსეთ, ყველგან ასინეთაა...ყველგან სიბნელეა...სისხლისფერ ნათელში ვცხოვრობთ... როგორია სისხლისფერი ნათელი? შეხედეთ ჩვენი ქვეყნის . . .


მედეა კეიდიას ამოუხსნელი სასწაული...

მედეა კეიდია

“მედეა კეიდიას შემოქმედება ესაა კოსმიური ცნობიერების სამყარო, ნიჭიერების ფეიერვერკი, ამოუხსნელი სასწაული...” ეს შეფასება ზუსტად განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მხატვარი და რას უნდა ემსახურებოდეს მისი სული...

იყო კარგი მხატვარი, ნიშნავს გრძნობდე ადამიანს და სამყაროს, რადგან ამ გრძნობაში ჩნდება ყველაფერი ჭეშმარიტი და ფასეული. Mმედეა კეიდიას ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალურობით, რომელსაც ახასიათებს გულწრფელობა და უშუალობა. Mის საკუთარი სულის . . .


სოფელ ნიგვზიანის “მოჩვენებითი სიმშვიდე”

ნიგვზიანი

სოფელ ნიგვზიანში ამჟამად “მოჩვენებითი სიმშვიდეა,” რადგან ადგილობრივი მართლმადიდებლები თავის დამოკიდებულებას, მუსულმანი აჭარლების მიერ, სამლოცველოს მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით აღარ აპროტესტებენ, რადგან კანონის წინაშე აგებენ პასუხს და ამას სრულად აცნობიერებენ. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ეს “მოჩვენებითი სიმშვიდე” დიდხანს არ გასტანს და თუ რატომ, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კანონი კრძალავს რელიგიური ნიშნით . . .


„მომბეზრდა საკუთარი თავი, არის რაღაც, რაც ჩემგან გაუკვირდება საზოგადოებას...“–ცირა ბარბაქაძე

ცირა ბარბაქაძე

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პიროვნება და საზოგადოებისთვის მისაღები, დადებითი ენერგიით აღსავსე ნიჭიერი ადამიანი. პოეტი, ხელოვანი, ძალიან კრეატიული და მრავალფეროვანი იდეების მქონე შემოქმედი, პოეტური კრებულების, მრავალი პუბლიკაციisa და . . .


რას ნანობს გივი სიხარულიძე დღემდე!

გივი სიხარულიძე

საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ბატონ რაულ ჩილაჩავასთან შესახვედრად, ქართული საზოგადოების ის ნაწილი შეიკრიბა, რომლისთვისაც ქართული კულტურა, ხელოვნება და ლიტერატურა ღირებულია და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ, ბევრი ცნობადი სახეები სხვადასხვა სფეროდან. დარბაზში იგრძნობოდა უაღრესად დიდი პატივისცემა და მოკრძალება. თავად ბ-ნი რაული გახლავთ უკრაინის ელჩი ლატვიაში, სულითა და . . .


თვითნასწავლი დიზაინერის წარმატებული კარიერა

ანა ჩანგიანი

ანა ჩანგიანის "ხელოვნების სახლში" ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ იქ მისულმა ადამიანმა თავი იგრძნოს ჭეშმარიტი ხელოვნების სამყაროში.

აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ის საქმე, რომელსაც ემსახურებიან და შესაბამისად, გულწრფელია მათი დამოკიდებულება თითეული აღსაზრდელისადმი.

"ხელოვნების სახლი" დიზაინერმა ანა ჩანგიანმა ირინა ბარბაქაძესთან ერთად დააფუძნა. მათი . . .


რატომ აღარ უსმენს ლაშა ღლონტი შვილის ნამღერს!

ლაშა  ღლონტი

ლაშა ღლონტს საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ნიჭიერ ხელოვანს, რომლის ყოველ ბგერას, ჩვენში მოაქვს უსაზღვროდ დიდი სითბო და სიყვარული...

ის განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც სხვანაირად გრძნობს და განიცდის სამყაროს. უსაზღვროდ გულწრფელია, მის მიერ შესრულებული ყოველი სიმღერა. აქვს განსაკუთრებული, გამორჩეული ხმის ტემბრი და შესანიშნავი შესრულების მანერა. საზოგადოებაც გრძნობს მის გულწრფელობას . . .


მხატვარი, რომელიც მუზას არ აღიარებს!

ირაკლი ჩიქოვანი

ჭეშმარიტი შემოქმედების საიდუმლოება ინდივიდუალიზმშია, რომელსაც ავტორი თავის ყოველ ნაშრომში უნდა ავლენდეს. შექმნა ახალი, განსხვავებული და კარგი-ეს არის მთავარი მიზანი იმ შემოქმედებითი მოღვაწეობისა, რომლითაც ხელოვანი ადამიანი არსებობს. ვფიქრობ, ხელოვნება, კერძოდ მხატვრობა ის სფეროა, სადაც კრიტიკა მეორეხარისხოვანია, რადგან ყოველი მხატვარი სხვანაირად ხედავს და გრძნობს ამ სამყაროს. ამდენად, გავაკრიტიკოთ მისი . . .


"გული მწყდება, რომ ოპერის მომღერალი არ ვარ“-ეთერ კაკულია

ეთერ კაკულია

ქალბატონი, რომლისთვისაც სიყვარული სიცოცხლის ტოლფასია...

უსაზღვროდ ნიჭიერი შემოქმედი და განსაკუთრებული ადამიანი. ხელოვანი, რომლის შემოქმედებაშიც იგრძნობა ძალიან დიდი გულწრფელობა, სითბო და ადამიანების სიყვარული. ქალბატონი ეთერ კაკულია არის პიროვნება, რომელსაც მსმენელის სულსა და გულში შემოაქვს სითბო, სიხალისე და დადებითი ემოცია. გადამდებია მისი იუმორის გრძნობა და ამიტომ, მის გარშემო . . .


21-ე საუკუნის ქართველი თანამედროვე ქალი!

ქართველი თანამედროვე ქალი

თემა, რომელსაც განვიხილავთ, ძალიან აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. ეროვნულობა, ქალური საწყისი, ქართველი ქალის სახე, გენდერული თანასწორობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების, როგორც ქრისტიანული, მართლმადიდებლური ერის მსოფლმხედველობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. ეროვნულობის შენარჩუნება საკუთარი ქვეყნის ფესვების არ . . .


მოწოდებული ბევრია - რჩეული ცოტა!

მოდის სამყარო

„მოდის სამყარო“ ყოველთვის საინტერესო იყო ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის და შესაბამისად, დღესაც აქტუალურია. დღევანდელი გადასახედიდან, მოდის სფეროში სრული ქაოსია. პრობლემა? ყველას სურს, რომ იყოს მოდელი ან დიზაინერი. ამ ყველაფრის მიზეზი კი ალბათ ის გახლავთ, რომ ამ თემას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. ტელესივრცეც და ბეჭდური მედიაც ამ თემის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანაც აქტიურად . . .


გაიცანით! პოეტი, მხატვარი და მომავალი დიზაინერი!

ნინო ყაველაშვილი

ნინო ყაველაშვილი სულიერად ამაღლებული დაიარება თბილისის ქუჩებში. გოგონა ულამაზეს სიყვარულს დაატარებს გულით. ჯერ მხოლოდ 16 წლის არის და მის შემოქმედებაში უაღრესად დიდი პატრიოტული სულისკვეთება იგრძნობა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მასთან ჩამეწერა ინტერვიუ, რათა თქვენც გაიცნოთ ეს ნიჭიერი ახალგაზრდა...

გარდა იმისა, რომ ძალიან სიღრმისეული შეფასებები აქვს ადამიანის ცხოვრებისეული . . .


ბექა ბროლაძის ვარსკვლავური ცხოვრება!

ბექა ბროლაძე

ბექა ბროლაძე ერთ-ერთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლის ადგილიც ქართულ შოუ ბიზნეში ნამდვილად არის! მან, როგორც ნიჭიერმა შემსრულებელმა საკმაოდ დიდი სკოლა გაირა მუსიკალური გემოვნების დახვეწისა და განვითარების კუთხით. ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო, როცა მუსიკალურ სტუდიაში შეიყვანეს, შემდეგ კი ნიჭიერთა ათწლედში განაგრძო სწავლების პროცესი. სწავლობდა მეორე მუსიკალურ სასწავლებელშიც. 5 წელი კი ნიჭიერი შემოქმედის, უდიდესი ხელოვანის ჯანსუღ . . .


ერის ხმა!

თემურ წიკლაური

ადამიანი, რომლის ნამღერით ძგერს საქართველოს გული!

ჭეშმარიტად ხელოვანი, სულით ქართველი, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით, ერის ისტორიაში დატოვა წარუშლელი კვალი. ერს სჯერა მისი, სწამს მისი ყოველი სიტყვის სიმართლე და გულწრფელობა. ბატონი თემურ წიკლაურის მიერ ნამღერ ყოველ ბგერაში, იგრძნობა მისი ქართველობა. ბედნიერი და ამაყია ერი - რომელსაც ჰყავს ასეთი დიდი ხელოვანი. ერის ხმა, ადამიანი, რომელმაც თავისი სიმღერებით ერს განუმტკიცა ქართული . . .


ასტერი ელკანი-არმაზელის “ღმერთების ენა…”

ასტერი

თვითგანათლებული ხელოვნებათმცოდნე. მისმა ინტერესმა კულტურის ყველა სფერო მოიცვა და ბუნებრივია, მასში დაგროვდა ძალიან დიდი ცოდნა, რომლის თანამოზიარენიც ჩვენ ამ ინტერვიუს გაცნობასთან ერთად ვხვდებით! ადამიანი, რომელიც ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში სიმართლის აღიარებას ითხოვს და ამბობს, რომ „სიმართლის თქმის არ უნდა გვეშინოდეს, დასანახი უნდა დავინახოთ და სათქმელი ვთქვათ, სხვა შემთხვევაში ვიქნებით სწორედ ისეთი . . .


"მე მესმის მათი, ვისაც ჩემი არ ესმის!"-დავით დეფი

დავით დეფი

დავით დეფი-პოეტი, რომანისტი, პერფორმერი. ადამიანი, რომელიც თავის თავში უფალს ეძებს და თვლის, რომ ღმერთის მეგობარია. ამდენად, ის ძალიან კარგად ხედავს სამყაროს სულის უსაზღვრო ნათელს, რომელშიც არაფერია მისთვის დამალული. ჰყავს ძალიან ბევრი ერთგული მკითხველი, მაგრამ საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა-ვინ არის დავით დეფი? ვფიქრობ, დეფის შემოქმედება მისი პიროვნების ამოსახსნელი ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ხშირად . . .


სიურპრიზი ქართველ ქალბატონებს-დიზაინერ თაკო რუხაძისაგან

თაკო რუხაძე

დღეს ძალიან აქტუალური თემაა მოდა, ეს სფერო მუდმივად პროგრესირებადია და შესაბამისად, მრავალფეროვნებითა და სიახლეებით გამოირჩევა. ქართველი დიზაინერები, ხშირად გვანებივრებენ ქართველ ქალბატონებს. მისასალმებელი ფაქტია, რომ მათი შემოქმედებითი ნიჭის თანამოზიარენი ვხვდებით, როცა მათ მიერ შექმნილი სამკაულებითა თუ აქსესუარებით ვიწონებთ თავს. რაც მთავარაია, ასევე მნიშვნელოვანი . . .


სოფო ბედიას მტკიცე გადაწყვეტილება!

სოფო ბედია

სოფო ბედიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ნიჭიერ მომღერალს, რომლის ვოკალურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ის სხვა ქართველ შემსრულებელთაგან გამოირჩევა, განსაკუთრებით დახვეწილი სცენური მოძრაობებით, არტისტიზმითა და ელეგანტურობით. მე მას თამამად ვუწოდებდი ერის სიამაყეს, რადგან გარდა იმისა, რომ შესანიშნავად მღერის, ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, როგორც თავად აღნიშნა ის განსაკუთრებით ემოციურია, როცა ქართულ . . .


"ზოგჯერ მინატრია კიდეც გიჟური სიყვარული“ - ნინა ბაშარული

ნინა ბაშარული

ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საკუთარი თავის მასწავლებელი თავად არის, თამამად აღიარებს, რომ დღეს საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს! გული წყდება, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდეს ისე, როგორც მას სურს. მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა, ის ამისთვის იბრძვის და მის ერთგულ მსმენელს სიურპრიზებსაც ჰპირდება. ნინა ბაშარული ახალ ალბომზე მუშაობს, ასევე აქვს ძალიან . . .


„ჯამ-ჭურჭელზე დაწერილ ლექსს რად უნდა ფიქრი!”-ბარსელი

ბარსელი

პოეტი, რომელმაც პოეზიას „სულთა სასაუბრო“ უწოდა... თავისი რადიკალური შეხედულებების გამო, ახალბედა პოეტთა შემოქმედებითი დინების საპირისპიროდ წერს. მას მათთან ურთიერთობის სურვილიც კი არ აქვს, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, არ სურს, მათთან ერთად ჩაიძიროს იმ პრიმიტივიზმში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ბარსელი არის პოეტი, რომლის პოეზიაც ვფიქრობ, იმდენად რთულია, რამდენადაც მისი ხასიათი. ეს ინტერვიუ განსხვავებულია . . .


ორიგინალური შარფები-დიზაინერ ეკა დოლიძისგან

ეკა დოლიძე

ცნობილია, რომ ადამიანის ჩაცმის სტილი, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მის ხასიათსა და შინაგან განწყობას. თუ თვალს გადავავლებთ ადამიანის გარდერობს და შევისწავლოთ, რა ფერსა და დიზაინს აქვს დატვირთვა მის სამოსში, სამკაულებსა თუ აქსესუარებში, შევძლებთ მისი ხასიათის განსაზღვრას. მოდური აქსესუარებიდან ძალიან აქტუალურია შარფი, მითუმეტეს ქალის გარეგნობაში. ბუნებრივია, ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, თბილი შარფებიც ჩნდება . . .


რატომ ვერ შედგა, ცნობილი მწერლის სამოდელო კარიერა!

ამაკა მიქელაძე

"ძალიან ფაქიზი, იოლად გადასამტვრევი ფაიფურის თოჯინა ვარ შინაგანად, მაგრამ ამ თოჯინის დაცვა ვისწავლე! ვცდილობ მე თვითონ დავიცვა, რადგან როცა ამას სხვა აკეთებს, აზიანებს ჩემს სულს. მე ჩემს სამყაროში შემოსვლის ნებას, ყველას არ ვაძლევ!"-მითხრა ქალბატონმა მაკამ.

მადლობა მინდა გადავუხადო მას გულწრფელობისთვის, რომ მომცა საშუალება, ჩამეხედა მის სულში, რომელშიც იბადება მისი შემოქმედებითი, ჭეშმარიტი იდეები, . . .


როგორ აპირებს დავით ბაძაღუა სოხუმელი კომუნისტების დასაფლავებას!

დავით  ბაძაღუა

მაშინ, როცა ქართველები ერთმანეთის თანადგომასა და სიყვარულზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანი კეთილი საქმის კეთებაა, რომლითაც შეიძლება დავეხმაროთ არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მისი სახით ერს! ყოველი ნიჭიერი ქართველი, ერის სარკეა, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ჩვენი წარსული, აწმყო თუ მომავალი!

მხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ . . .


რა სკანდალში გაეხვია დიზაინერი თაკო რუხაძე

თაკო რუხაძე

თაკო რუხაძის შემოქმედებით ნიჭსა და შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, რადგან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. გარდა იმისა, რომ ქმნის საპატარძლო კაბებს, პრაქტიკულ სამოსს, სამკაულებსა და აქსესუარებს, ასევე, აკეთებს ორიგინალურ ვარცხნილობებსა და მაკიაჟს. თაკოს შემოქმედებაში, განსაკუთრებით სამკაულებსა და აქსესუარებში, ძალიან შესამჩნევია ფერთა სინთეზი, ასევე საინტერესოა მისი ხედვა სამოსში. მას . . .


დნმ-ის ანალიზი საქართველოში სავალდებულო ხდება

5 თვის  ლაშა

ჩვენს ქვეყანაში, ბევრი ისეთი თემა გახდა განხილვის საგანი, რომელიც ტაბუ დადებული იყო და შესაბამისად წარმოადგენდა პრობლემას, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ასეთი საკითხები საჯაროდ განხილვის საგანი გახდა. მათ შორის ერთ-ერთი მთავრი პრობლემა, რომლის განხილვაც დღეს ჩვენი სტატიის მთავარი თემაა, არის ის კანონი, რომელიც მოუწოდებს მშობლებს, კანონის ფარგლებში აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ შვილებზე. ათასობით . . .


დავით ბაძაღუას „ფერადი დღესასწაული“ და „ბედნიერება წარსულში“

დავით  ბაძაღუა

„როცა ერთი დღე მეორეს ჰგავს, ადამიანები იმ მშვენიერებას ვეღარ ამჩნევენ, რასაც ცხოვრება სთავაზობს, ყოველი მზის ამოსვლის შემდეგ“, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველი დღის მშვენიერების აღქმა და შეცნობა შეუძლია ჭეშმარიტ ხელოვანს, რომლისთვისაც ყოველი დღე ძვირფასია და საინტერესო. ხელოვანი ადამიანის სული უფრო ფაქიზია...ამიტომაც ის ყოველთვის თავის სულსა და გულს დებს შემოქმედებაში. . . .


სულით ქართველი და საქმით ამერიკელი ქალბატონი!

ბაჩა მძინარიშვილი

“დრონი მეფობენ და არა მეფენი“, მაგრამ დროს წინ გაუსწრო და მასზე ძლიერი აღმოჩნდა, ნიჭიერი ადამიანი, „სიყვარულის ფორმულა“- ქალბატონი გიული ჩოხელი. მან სამყაროს სიყვარული ჯაზის რიტმებში ისე გააცოცხლა, რომ დრომ ვერაფერი დააკლო მის შემოქმედებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიული ჩოხელის მუსიკა უკვდავია და მას ვერავინ, ვერასოდეს შეაჩერებს. ის ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწილია. ჭეშმარიტი ხელოვნება კი დროზე . . .


ქართველი ჯაზმენის ბოსტონური ცხოვრება

ბაჩა მძინარიშვილი

ჯაზის სამყაროს აღქმა და შეგრძნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ფიქრობს, რომ ჯაზი მისი სულის ნაწილია...

მრავალფეროვანია ჯაზის სამყარო. თითოეული ხელოვანის მიერ შექმნილ მუსიკაში ჩანს რაღაც ახალი, განსხვავებული და ემოციური, ამიტომაც, ისევე როგორც შემსრულებელი, მსმენელიც ყოველთვის ახლის ძიებაშია. მუსიკის ამ მიმდინარეობამ მსოფლიო დაიპყრო. მე ასე ვიტყოდი, რომ ჯაზის გული მსმენელია, სული კი – შემსრულებელი, რომელიც ნამდვილი . . .


ხათუნა გაგნიძემ პოდიუმს ფერმერობა არჩია

ახათუნა გაგნიძე

ხათუნა გაგნიძის სილამაზითა და მომხიბვლელობით, აღფრთოვანებას ვერასოდეს მალავდა ქართული საზოგადოება. მისი პირადი ცხოვრება თუ პროფესიული საქმიანობა, ყოველთვის განხილვის საგანი იყო. დღეს ეს ქალბატონი სიმშვიდეს არჩევს და ოჯახთან ერთად, მშვიდ გარემოში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე დავით ზურაბაშვილი და პატარა გოგონა ლილე, რომელმაც, როგორც თავად მითხრა, სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება: “სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს იმდენად . . .


ვინ გააპროტესტა ანა ჩანგიანის ჩვენება

ანა ჩანგიანი

რამდენიმე დღის უკან, ვარდების ბაღში ლამაზი ქალბატონების თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებდა. ეს არც მამაკაცებს გამოპარვიათ და მათ, აპლოდისმენტებითა და ოვაციებით ხვდებოდნენ. რა ხდებოდა? კლუბ-რესტორან „ბერიკაში“ ანა ჩანგიანის ჩვენება მოეწყო, რომლის ქორეოგრაფიაც ლიკა ყაზბეგმა დადგა. ჩვენებაზე წარმოდგენილი კოსტუმების რაოდენობა, სიმბოლურად ემთხვეოდა, ქართული ანბანის ასოების რაოდენობას. ქართული ჩოხა წარმოადგინა ლადიკო ბაქრაძემ. რომელმაც . . .


კლუბ “DejaVu”-ს სცენაზე შემთხვევით დანთებული ცეცხლი...

თამარ კიკალეიშვილი

კლუბ „DejaVu”-ში, ძალიან ხმაურიანი და ემოციური აპლოდისმენტების ფონზე, ჩვენება გაიმართა. მოდელებმა, დიზაინერ თამარ კიკალეიშვილის სამკაულები და აქსესუარები წარმოადგინეს. თამარის აქსესუარების დახვეწილობითა და ორიგინალურობით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ასევე მოეწყო შეხვედრა გოგონებთან, რომლებმაც ფოტო კონკურსში გაიმარჯვეს. საღამო ჩვეული იუმორითა და ენერგიულობით, მიჰყავდა ბესო ჩუბინიძეს, . . .


მაკა შალიკაშვილის "სიყვარულის საღამო"...

მაკა შალიკაშვილი

თეთრ სახლში მაკა შალიკაშვილის საღამო გაიმართა...

მაკას საღამოს ორგანიზატორობა მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა გაუწია. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ მაკას ახლო მეგობრები, ნათესავები, მსახიობები, ჟურნალისტები, დიზაინერები და სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უყვართ მაკა შალიკაშვილი და აღიარებენ მის ნიჭიერებას.

როგორც ყოველთვის, მაკამ გულწრფელად უპასუხა ჩვენს კითხვებს, რომელსაც ფურცლებზე ვწერდით და . . .


ვინ შეცვლის ქართული მოდის ტენდენციებს

sagamo dizainis fakultetze

ქართველი დიზაინერებისა და ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე, კიდევ ერთი ლამაზი საღამო გაიმართა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა სხვადახვა თემაზე შესრულებული სამოსი წარმოადგინა. საღამო მიჰყავდა უმშვენიერეს თათა ჯაშს, რომელმაც ჩვეული ენერგიულობითა და ორიგინალურობით კიდევ უფრო მოხიბლა დამსწრე საზოგადოება. ჩვენება მუსიკალურად უზრუნველყო მიშა . . .


ნანა მესხი შეყვარებულია...

ნანა მესხი

"ცხოვრებაზე ვარ შეყვარებული, ყველგან და ყველაფერში სიყვარულს ვხედავ..." - მითხრა სულით ხელოვანმა, უმშვენიერესმა ქალბატონმა, რომლის ცხოვრებაც თავად სიყვარულია...

ყველგან ისმის ნანა მესხის მუსიკა...მისი სულის სიტყვებით სამყარო მღერის, ადამიანები ცხოვრებას ითბობენ და ერთმანეთის თვალებში, სწორედ მისი სიტყვებით ეძებენ სიყვარულს. მისი თვალებით ხედავენ სამყაროს, რომელიც გაზაფხულივით თბილი, ხალასი და სიყვარულით სავსეა, რადგან მას მხოლოდ სიხარული და ბედნიერება . . .


შეიგრძენით და განიცადეთ ჩვენი ქვეყნის ფესვების სიღრმე…

ლაშა გოგნიაშვილი

რეჟისორი, რომლის სპექტაკლები ერის სარკეა, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ხედვა, პრობლემა, რომელსაც თანდათან ჩვენც ვეწირებით...

თვითშეწირვის გაცნობიერებული თუ გაუთვითცნობიერებელი პროცესი, ძალიან ნელი და უმტკივნეულოა საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, მაგრამ ეს ქვეყნის აღსასრულს უდრის! ქართული სულის კვდომა ერის დასასრულს მოასწავებს! ეს . . .


ბარდების სულისმიერი მუსიკა…

ზურა ზაქარიაძე

ადამიანი, რომელმაც კარგად იცის სიმღერის ფასი, რადგან მხოლოდ მაშინ მღერის, როდესაც მის სულს ემღერება. მხოლოდ მაშინ წერს, როდესაც მის გულსა და გონებაში მოდის ის ჯანსაღი ემოცია,მუზა, რომელიც მის კალამს მართავს...

არასოდეს არ არის ხელოვნური, ყოველი მისი მუსიკა თუ ტექსტი გულწრფელია, რადგან ადამიანში სწორედ გულწრფელობა, ბუნებრივობა და ადამიანობა ხიბლავს. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის სიმღერებში,ზუსტად შეაფასა ის რეალობა, რაც მის გარშემოა და . . .


თაკო კიკალეიშვილი-გაიცანით! ახალი სახე ქართულ მოდაში

T. Kikaleishvili

ნიჭიერი არქიტექტორ-დიზაინერი თაკო კიკალეიშვილი "სტუდიო კომპასო"-ს დამფუძნებელი და გერმანული ფირმა "ნანო პროტექტის"-ს წარმომადგენელია საქართველოში. მისი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის მუდმივად ძიების პროცესშია. გარდა იმისა, რომ არქიტექტორ-დიზაინერია და ხელმძღვანელობს, ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს, ასევე აკეთებს სამკაულებსა და აქსესუარებს. აქვს სურვილი, შექმნას გემოვნებიანი სამოსიც. . . .


რეზო თაბუკაშვილი:"კარგი მოდელი, დიზაინერის თანაავტორი უნდა იყოს"

R. Tabukashvili

რეზო თაბუკაშვილი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში" ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია. ბატონი რეზოს თქმით, მან მოკრძალებული წვლილი შეიტანა ქართული მოდის სფეროში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს წვლილი გაცილებით დიდია... გაოცებული ვუსმენდი, თუ როგორ საუბრობდა მოდის ტენდენციების შესახებ.ის მოდის სამყაროს ძალიან კარგი შემფასებელი და კრიტიკოსია. ბატონმა რეზომ აღნიშნა, . . .


თაკო მექვაბიძის "18-ე საუკუნის ქალი"

T. Mekvabidze

სიყვარულის ქალაქში-ბათუმში, ქუჩაში ადვილად შეიძლება საზოგადოების იმ ნაწილის შემჩნევა, რომლებიც დიზაინერ თაკო მექვაბიძის სამოსს ატარებენ... თაკო ნიჭიერი დიზაინერია, აქვს საკუთარი ხელწერა, ამიტომაც მისი სამოსი ყოველთვის ორიგინალური და განსხვავებულია. ცხოვრობს ბათუმში, ოჯახთან ერთად. ჰყავს მეუღლე და შვილი. როგორც თაკომ აღნიშნა მეუღლე მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელია. მას ძალიან კარგი გემოვნება და ხედვა აქვს, ამიტომ მეუღლის . . .


ციცინო შურღაიას სიმართლის დრო

ციცინო შურღაია

ციცინო შურღაიას, წარმატების საიდუმლო, მის შრომისმოყვარეობასა და საქმისადმი ერთგულ დამო­კიდებულე­ბაშია. რომ არა ეს ქალბატონი, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება ისევ ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნებოდა. ის 21-ე საუკუნის პლასტიკური ქირურგიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული სახეა.

ქალბატონი ციცინოს პროფესიული საქმიანობის შესახებ, ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ ეს ინტერვიუ მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ სრულიად განსხვავებულ ამპულაში იხილავს მას . . .


ნინო ხომასურიძე: "არ მინდა ვითამაშო როლი, რომელშიც საკუთარ თავს ამოვიცნობ"

კრისტინე ძიძიგური

არასოდეს უოცნებია, გამხდარიყო წარმატებული მსახიობი, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ქუჩაში მიმავალი შეაჩერეს, მოეწონათ და სთხოვეს თეატრში მისვლა. როდესაც ნახა თუ როგორ მუშაობდნენ მსახიობები, არ მოეწონა... მაგრამ მისი სურვილის მიუხედავად მოხდა ისე, რომ ის დღეს, ძალიან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობია.

არაფერს არ ნანობს . . .


რის ფასად დათმობდა სამოდელო კარიერას…ლინდა კიკოლაშვილი

L. Kakilashvili

ლინდა კიკოლაშვილის სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ქუჩაში მიმავალი, სრულიად შემთხვევით შეაჩერეს და ფოტოების გადაღება თხოვეს, რომელიც შემდეგ ჟურნალ «თბილისელებში» დაიბეჭადა. მაშინ ბავშვი იყო 14 წლის... ის საზოგადოებამ ჯერ ლამაზი ფოტოებით გაიცნო, შემდეგ კი ლინდა აქტიურად ჩაერთო ამ სფეროში. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჩვენებებსა თუ პროექტებში, სარეკლამო რგოლებში. გარდა იმისა, რომ არის მოდელი, . . .


წარმატებული დიზაინერის პოეზია...

N. Chachua

წარმატებული დიზაინერი, ნატა ჩაჩუა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრების ავტორი. მის ნიჭს საზღვრები არა აქვს... მუშაობს თექაზე, გობელენზე, კერამიკაზე. ხატავს, ქმნის სამოსს, ფეხსაცმელს, სადედოფლო კაბებს. მუშაობს ლანდშაპტების პროექტებზე. აკეთებს საქორწილო დარბაზების დეკორაციებსა და დიზაინს. ქმნის მრავალ აქსესუარს. ნატას შემოქმედებაში იგრძნობა რომანტიული ხასიათი. განსაკუთრებით საინტერესოა მისი დამოკიდებულება ფერთან . . .


ქართველი მოდელის პარიზული ცხოვრება

კრისტინე ძიძიგური

კრისტინე ძიძიგური პარიზში ერთ-ერთი პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს “ელისეს” წარმატებული მოდელია. მისი სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წელს ვიცე მის-საქართველო გახდა და მალაიზიაში, მის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსზე, მის პერსონას ტიტულით დაჯილდოვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, თბილისში მოხდა. 2010 წლის მარტში გამართულ “Georgian fashion week”-ზე, კრისტინე მიწვეული იყო როგორც . . .


გოგა ნიქაბაძის წარმატების ფორმულა - გემოვნება

G. Nikabadze

დიზაინერ, გოგა ნიქაბაძის წარმატების საიდუმლო, მისი შემოქმედების მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბასა და ინდივიდუალურობაში უნდა ვეძიოთ. “Georgian fashion week”-ზე მის მიერ წარმოდგენილმა კოლექციამ, მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს იყო ახალი სიტყვა მოდის სამყაროში. სამოსი, რომელსაც გოგა ქმნის განსხვავებული და ძალიან გლამურულია. ჩანს მისი ხასიათი და ზუსტად იკვეთება ის თემა, რომლის მიხედვითაც აკეთებს კოლექციას. მის ნამუშევრებში არის ძალიან . . .


კირა ანდრონიკაშვილის გზა სიყვარულიდან სიყვარულამდე...

K. Andronikashvili

კირა ანდრონიკაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ულამაზეს ქალბატონსა და უნიჭიერეს მსახიობს. ცხოვრობს საოცრად ლამაზი და კეთილი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ზრუნავენ მასზე და უყვართ. მან აღნიშნა, რომ მთავარია მოიპოვო სიყვარული ადამიანებისა, რომლებიც შენთვის ძვირფასია. მას ყავს შვიდი შვილიშვილი, მათ შორის ულამაზესი და საზოგადოებისთვის ცნობილი ლიკა ევგენიძე. ის არის ნატო ვაჩნაძის ძმიშვილი. მე . . .


"ჯარისკაცის დედა"-თინათინ მაღალაშვილი

T. Magalashvili

თინათინ მაღალაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც წარმატებულ დი­ზაი­ნერ­სა და მხატვარს. მისი ნიჭიერებისა და შრომის შედეგად, მან ღირ­სე­უ­ლად დაიმკვიდრა ადგილი ქართული მოდის სამყაროში. გარდა იმისა, რომ არის წარმატებული დიზაინერი, ძა­ლი­ან კარგად ხატავს, ქმნის ხელნაკეთ ნივთებსა და აქსესუარებს. შექმნილი აქვს ათასამდე ნიღაბი და მრავალი ლამაზი ნივთი. ჰყავს საკუთარი ერთგული მომხმარებელი, რომელიც სრულიად ენდობა მას. სამხატვრო . . .


თამუნა ჩალაძე

Tamuna Chaladze

მხოლოდ 26 წლის არის, ახალგაზრდა, ლამაზი......მინიატურული გოგონა გრანდიოზული სურვილებით.... ეს მისი სიტყვებია.... მითხრა, რომ ყველაფერი გრანდიოზული უყვარს: სივრცე, მანქანა, ჩანთა, ნივთები... დიდი, ძალიან დიდი. მახსოვს, გამიკვირდა, მის ასეთ მისწრაფებას ფსიქოლოგიური ახსნა ვერ მოვუძებნე (ეს ჩემი ბოლოდროინდელი გატაცებაა...) და ფაქტი ფაქტად დავტოვე.

პროფესიით დიზაინერია. უკვე შექმნა საინტერესო კოლექცია: ,,მარლენ დიტრიხი’’ . ფოტოხელოვნებით ბოლო დროს დაინტერესდა, მხატვრებს იშვითი ხედვა აქვთ და თამუნა ჩალაძე სწორედ, მათ რიცხვს . . .


საქორწილო კაბების პირველი ოფიციალური ჩვენება
"პატარძალი 2010"

სად? – მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი "მუზა"

რა?– ლიკა ყაზბეგის პროექტის და "მუზის" ახალი , საქორწილო სერვისის პრეზენტაცია

როდის?–30 ივნისი .20 00 სთ

საინფორმაციო სააგენტოები ასე იწყებენ ამბების თხრო–ბას... ჩვენ, უფრო შორს წავალთ....

ეს დღე, დიდხანს ემახსოვრება "მუზაში" მოწვეულ სტუმრებს. მაყურებელთა სარეკორდო რაოდენობა, . . .


ცხოვრება დარაბებს მიღმა...

ცხოვრება დარაბებს მიღმა

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი 1979წელს გაიხსნა. 30წლის იუბილეზე პანსიონატის ეზოში ტაძრის საძირკველი ჩაასხეს, რომელიც წმიდა მარკოს ეფესელის სახელზე იკურთხა.

“მცირე ბედნიერება – ყველასათვის კარგია!... მაგრამ არ არის ადამიანი, რომლისთვისაც მცირე ბედნიერება იყოს საკმარისი”. (მაქსიმ გორკი) ალბათ, გახსოვთ ეს სიტყვები. ადრე მეც ვეთანხმებოდი. მეგონა, ადამიანი ღვთისგან ბოძებულ ბედნიერებას სათანადოდ ვერ აფასებდა. ხშირ შემთხვევაში, . . .


მე უკვე შევიგრძენი აპლოდისმენტების საოცარი ძალა

ნინი კვირჭიშვილი

ფართო აუდიტორიის წინაშე 5 თვეა, რაც წარსდგა. ამჟამად ჯგუფ "თბილი-სი"-სთან ერთად ყოველ კვირა დღეს მღერის კლუბ "ვერე გარდენში". ამ მოკლე დროში ბევრი მსმენელი შეიძინა. ბლუზზე უზომოდ შეყვარებული ნინი კვირჭიშვილი  17 წლისაა და აპირებს სერიოზული სახელი დაიმკვიდროს ქართულ ესტრადაზე.

- ნინი, როდის დაიწყეთ სიმღერა?

- ვნანობ, რომ ადრეული ასაკიდან არ დავიწყე სიმღერა. ალბათ, დღეს უკვე ჩამოყალიბებული,  . . .


ერთი პროფესიის ორი სხვადასხვა პროფილი

მარინა კურტანიძე

გინდოდეს, იყო განათლებული, გიყვარდეს კითხვა, ლიტერატურა და პოეზია, გინდოდეს იყო წიგნიერი, გაინტერესებდეს შენი ქვეყნის წარსული და ის მწერლები, რომლთა შემოქმედებაც დღემდე აქტუალურია, ვფიქრობ, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია.
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო  მუზეუმში ფუნქციონირებს ლიტერატურული თეატრი, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი მარინა კურტანიძე. ამ თეატრში ორჯერ გახლდით და ვნახე ნიკოლოზ ბარათაშვილისა და . . .


თუ ძალიან მოვინდომებთ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ

დალი სულთანიშვილი

სამყაროში ყველაფერი თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ვითარდება. თუ ამ პროცესს ბუნებაში დავაკვირდებით ვნახავთ, როგორ იზრდება ნერგისაგან ხე და ბოლოს ისხამს ნაყოფს. ადამიანიც ბუნების ერთ-ერთი შემდაგენელი ნაწილია, მისი განვითარება, ზრდა და კარიერა. ბავშვის დაბადებას ჰგავს პროფესიის არჩევა, რომელიც შენი მოწოდების საგანია, პროფესიის კარგად დაუფლება ფეხის ადგმას ჰგავს, . . .


ახალი წიგნი და ძველი ცოდვები

გიორგი მუყმანიანი

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, დამწყები ჟურნალისტი სადამდე შეიძლება ერქვას ადამიანს, რომელიც პროფესიონალად უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ მაინც გეტყვით და ნუ გაგიკვირდებათ, ეს 30-ე მასალაა ჩემს მიერ გამოქვეყნებული. არ ვიცი ჟურნალისტები ითვლიან თუ არა თავიანთ ნამუშევრებს, ყოველ შემთხვევაში მე დავითვალე, თანაც ეს ჩემმა რესპოდენტმაც განაპირობა...…იმდენად საინტერესოდ ჩაიარა ინტერვიუმ, ბევრ რამეზე დამაფიქრა. რა ბედნიერები არიან ის სტუდენტები, ვისი პედაგოგიც ჩემი . . .


კარაოკე მუზაში

კარაოკე

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი ამიერიდან, ყოველ შაბათს, კარაოკეს მოყვარულებს უმასპინძლებს.

პირველმა საღამომ წარმატებით ჩაიარა. ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი.

კომპეტენტურმა ჟიურიმ (დინი ვირსალაძის და გიორგი ჯაჯანიძის შემადგენლობით) გამარჯვება გვანცა კილასონიას და ილია კილაძეს არგუნა.

ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მსახიობი- მაკა შალიკაშვილი, ჟურნალისტები გოგა ბერიძე და მაკა ჯანაშია, დიზაინერი თიკო მაღალაშვილი, ბალერინა თათა ჯაშიაშვილი.

. . .


ბათუმელი დიზაინერი სოფო სირაბიძე

S. Siradze

შარშანდელთან შედარებთ წელს აჭარის კურორებს მეტი დამსვენებელი ჰყავდა. დამსვენებელთა სიმრავლე ტრადიციულად ბათუმში იყო. სხვადასხვა კულტურული და შოუ პროგრამებით არაერთი ბარი, ბუნგალო და რესტორანი იზიდავდა დამსვენებლებს.

ერთი დაუვიწყარი საღამო თავად თბილისელმა დამსვენებლებმა მოაწყვეს COCOA BACH კლუბში.

ბათუმელი დიზაინერის სოფო სირაბიძის მშვენიერი სამოსი ახალი ამბების სააგენტო ~პირველის~ მთავარმა რედაქტორმა ანი მიროტაძემ, თათა ჯაშიაშვილმა . . .


Для женщины главное – достоинство

Карла Сарсекеева

Сейчас я нахожусь с деловым визитом в Соединенных Штатах Америки, в Нью-Йорке. Когда узнали, что я из Грузии, очень обрадовались, даже однажды вечером пригласили в гости… Какое счастье, когда где-то далеко интересуются твоей страной, хвалят ее и мечтают посетить! В гостях я встретил молодую женщину – Карлу Сарсекееву, с которой решил записать интервью и ознакомить читателя с тем, как за рубежом любят Грузию и уважают грузин.

- Госпожа Сарсекеева, что Вы знаете о Грузии?

- Думаю, что знаю многое. С детства отец мне рассказывал, что это очень красивый и богатый край. Отец – Eртис Ахметов – по профессии географ, и у него были контакты с Грузией. В 12-тилетнем . . .


ქალის გარეშე ვერ იარსებებს სამყარო

ლევან კაცაძე

ცნობილია, რომ კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე ქალი სამყაროს შთაგონების წყაროა. რომ არა ქალი, ვერ იქნებოდა ადამიანთა მოდგმა. ქართული ენა ერთადერთია, რომელიც ქალის ზუსტ არსს გამოხატავს.

ქართულმა ენამ უკვდავყო ვითომდა სუსტი სქესის სახელი და სამყაროს - დედამიწა უწოდა, რამდენი სიტყვა მიეძღვნა ქალს? დედაენა, დედაარსი, დედაბოძი, დედაბუნება, დედაქალაქი. ქალის სახელი უკავშირდება თითქმის ყველაფერს, თუკი რამ შექმილა ამ . . .


თამთა დემურიშვილი

ხანდაზმულთა პანსიონატის
დირექტორი
თამთა დემურიშვილი, ლევან კაცაძე

რთული სათქმელია, რა არის ჩემი წარმატების ფორმულა. ალბათ, ინდივიდუალურია, ყველას თავისი ხერხი აქვს წარმატების მისაღწევად. მთავარია იცოდე, რა გინდა, იყო მიზანდასახული და გჯეროდეს, რომ ამ მიზანს მიაღწევ ნებისმიერი შრომის და გარჯის ფასად. მაგრამ წარმატებას არ უნდა მიაღწიო ისე, რომ სხვას რაიმე ზიანი მიაყენო. თუ მიზანსწრაფვას, განათლებას, დაუღალავ შრომას და მონდომებას არ დაიშურებ, აუცილებლად . . .


ლიზა ბაქრაძე

ექიმი. თერაპევტი. სტომატოლოგიური
კლინიკა "ლიზა – დენტის" ხელმძღვანელი
ლიზა ბაქრაძე, ლევან კაცაძე

ჩემი აზრით წარმატებული ქალის კარიერა წარმატებული დიასახლისობიდან იწყება. აუცილებელია შექმნა წარმატებული ოჯახი, იქნება ეს კარიერამდე კარიერის დროს თუ შემდეგ. ოჯახი გაძლევს სტიმულს იყო უფრო ძლიერი და უფრო მოტივირებული. როდესაც ოჯახში ხარ წარმატებული უფრო მეტად ინდომებ, რომ გარეთაც წარმატებული იყო. წარმატების მისაღწევად აუცილებელია მუდმივი თვით განვითარება ანუ სწავლა, შრომა . . .


ელენე ბედველი

ტელეკომპანია "ბლუმბერგის"
წარმომადგენელი, ჟურნალისტი
ელენე ბედველი, ლევან კაცაძე

წარმატების ფორმულა ჩემთვის არის კარგი მეუღლე, რომელიც გაგებით მოეკიდება ყველა შენს ახირებას, ეს იქნება ოფისში გვიანობამდე დარჩენა თუ მივლინებებში წასვლა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია გყავდეს კარგი დედა, რომელიც გეხმარება ყველაფერში _ ბავშვის მოვლასა თუ დიასახლისობაში. დედაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი კარიერის აღმასვლაში, ადამიანმა არასოდეს უნდა თქვა დახმარებაზე უარი, როდესაც ვინმე . . .


თინათინ თოფურია

ჰომეოპათიის საერთაშორისო
აკადემიის რექტორი
თინათინ თოფურია, ლევან კაცაძე

ჩემს შემთხვევაში წარმატების ფორმულა მდგომარეობს ცოდნის დაუოკებელ წყურვილში. ბავშვობიდან მჯეროდა, რომ გამოვიგონებდი უკვდავების ფორმულას. ძალიან ბევრს ვსწავლობდი ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვეუფლებოდი მედიცინის სხვადასხვა სფეროს.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ რაშია ადამიანის ახალგაზრდობისა და უკვდავების საიდუმლო. ეს არის . . .


მაია ბარათაშვილი

მომღერალი
მაია ბარათაშვილი, ლევან კაცაძე

ჩემი წარმატების ფორმულა მდგომარეობს ძალიან დიდ და დაუღალავ შრომაში. საჭიროა მზადყოფნა თავდადებული შრომისთვის, აბსოლუტურად ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი. ჩემთვის მიზნის მისაღწევად ყველა ის გზა მისაღებია, რაც მორალურ ჩარჩოებში ჯდება. ასევე საჭიროა რეალურად შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები, იყო ზომიერად თავდაჯერებული და მუდმივად ისწრაფვოდე სრულყოფისაკენ. იმისათვის, რომ ქალი გახდეს წარმატებული, საჭიროა . . .


კირა ანდრონიკაშვილი

მსახიობი
კირა ანდრონიკაშვილი, ლევან კაცაძე

ჩემი წარმატება ბავშვობიდან დაიწყო, ყოველთვის ვიქცევდი ყურადღებას. თორმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად ფილმში გადასაღებად მიმიწვიეს. გადაღებების დროს ყოველთვის მათავისუფლებდნენ სკოლიდან, ხშირად სკოლის პროგრამას გადაღებების დროს გავდიოდი. ძალიან მენატრება ის დრო. ვფიქრობ, წარმატება დიდი შრომის შედეგად მოდის. ადამიანმა 24 საათი უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს. მთავარია, ვიყოთ ის, ვინც ვართ. . . .


მარიამ ჯოლოგუა

ხელოვნებათმცოდნე,
მსახიობი
მარიამ ჯოლოგუა, ლევან კაცაძე

ნებისმიერი წარმატების მისაღწევად, როგორც ყველა, ასევე ჩემს სფეროშიც აუცილებელია შრომისმოყვარეობა. როდესაც საქმე მსახიობს ეხება, ყველას ჰგონია, რომ საჭიროა მხოლოდ ნიჭი და გარეგნობა, მაგრამ ეს ასე არ არის, უნდა იყო პროფესიონალი შენს სფეროში და უნდა იცოდე შენი საქმე, ეს ყველაფერი კი შრომისმოყვარეობის გარეშე შეუძლებელია.

მიუხედავად ბევრი შრომისა, არის წარუმატებელი პერიოდებიც, ჩემთვის ამას აქვს დარტყმის ეფექტი, . . .


თათია ჯაშიაშვილი

ბერლინის ზაიფერდის დასის
პირველი სოლისტი
თათია ჯაშიაშვილი, ლევან კაცაძე

წარმატების განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს, ჩემი აზრით, საჭიროა ბევრი შრომა, თავდადება, მონდომება, ნებისყოფა და ამის შემდეგაა ყველაფერი მიღწევადი.

საქართველოში წარმატებული ქალის მთავარ სირთულეს წარმოადგენს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალი არ შეიძლება იყოს ლიდერი და წარმატებული. მე მიმაჩნია, რომ ქალიცა და მამაკაციც თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, საქართველოში კი მამაკაცებს . . .


ნინო ოკრიბელაშვილი

პროფესორი. ფსიქიატრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრ "მენტალვიტას" დამფუძნებელი
ნინო ოკრიბელაშვილი, ლევან კაცაძე

ცხოვრებისგან უნდა მიიღო მაქსიმუმი. აუცილებელია სწავლა, შრომა, საქმე, მუშაობა საკუთარ თავზე ისე, რომ არ უნდა დაზოგო თავი, ეს არის ჩემთვის წარმატების ფორმულა.

დიასახლისი და წარმატებული ქალი სავსებით შეთავსებადია ერთმანეთთან. წავიდა შოპენ ჰაუერის ეპოქა, რომელმაც თქვა, ყველაზე ლამაზი სამოსი ქალისათვის წინსაფარიაო. ჩვენი ეპოქა არ აძლევს ქალს . . .


თინათინ მაღალაშვილი

დიზაინერი
თინათინ მაღალაშვილი, ლევან კაცაძე

საერთოდ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს თავისი წარმატების ფორმულა აქვს. ჩემი წარმატება შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისაგან. მიზანდასახუ-ლობა, შრომისმოყვარეობა, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი და ბევრი ღიმილი. ეს არის ის კომპონენტები, რამაც მე ხელი შემიწყო გავმხდარიყავი წარმატებული. პირველად რომ დავხატე, ძალიან პატარა ვიყავი, ხატვის ნიჭი აღმომაჩნდა, მაგრამ მაშინ არ მიფიქრია, რომ მხატვარი ან დიზაინერი ვყოფილიყავი. . . .


მაკა შალიკაშვილი

მსახიობი
მაკა შალიკაშვილი, ლევან კაცაძე

პროფესიის სწორად არჩევა, დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა, საკუთარი საქმის კარგად ცოდნა, გარეგნობა, იუმორი, ბედ-იღბალი და აი, ყველაფერი ეს ერთად აღებული არის წარმატების საწინდარი.

როდესაც ლიდერი ქალი ხარ, შესაბამისად სირთულეებიც მეტია, უნდა გაგაჩნდეს დიდი მოთმინების უნარი, გქონდეს რაიმე ისეთი, რაც სხვებისაგან განგასხვავებს და მუდმივად ისწრაფვოდე, სასურველ მიზანს მიაღწიო.

არ მიჭირს კარიერისა და ოჯახის შეთავსება, ეს . . .


ლიკა შუკინა

ქაღალდის ფაბრიკა "ვასხოდის"
აღმასრულებელი დირექტორი
ლიკა შუკინა, ლევან კაცაძე

წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახის მხარდაჭერა, რომელიც არის სტიმული, არ გაძლევს დანებების საშუალებას და გმატებს ძალებს, რათა მიაღწიო დასახულ მიზანს. უპირველეს ყოვლისა, სწორად უნდა ავირჩიოთ საქმე, რომელიც უნდა ვაკეთოთ, ვიყოთ მონდომებულები, მიზანსწრაფულები, ვიშრომოთ ძალიან ბევრი და არ შევუშინდეთ დაბრკოლებებსა და წინააღმდეგობებს.

ძალიან რთულია იყო წარმატებული . . .


ირმა ყიფშიძე

ტანმოვარჯიშე, მსოფლიო ჩემპიონი
ირმა ყიფშიძე, ლევან კაცაძე

წარმატების ფორმულა მხოლოდ ერთია, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნიჭი, რომელსაც გამოიყენებს სწორად. სპორტსმენი ვარ და ვიცი, რომ უნდა ვიყო ძლიერი და არ შეუშინდე წინააღმდეგობას. ვშრომობ ბევრს და ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ფორმაში ვიყო.

პროფესიიდან და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ლიდერი ქალის სირთულე მდგომარეობს დროის უკმარისობაში.

ქართველი მამაკაცი ვერ ეგუება ოჯახში ლიდერ ქალს, მას სურს, რომ თავად იყოს ამ . . .


ბაია ცანავა

ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრეს ნიუს" ის,
გაზეთ "ყველა სიახლის" და რადიო "პალიტრის"
საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორი
ბაია ცანავა, ლევან კაცაძე

ჩემთვის წარმატების ფორმულა არის ბევრი შრომა. წარმოუდგენელია წარმატება შრომის, მონდომებისა და პასუხისმგებლობის გარეშე. სიმართლე გითხრათ, წარმატება მაინც პირობითი და ხშირად დროებითია. ზოგჯერ რთული სათქმელიც კი არის, რა არის წარმატება და რა წარუმატებლობა. ლიდერისთვის აუცილებელია ჰქონდეს მოთმინების უნარი, გაწონასწორებული . . .


მაია ბურდული

ბიზნეს-ლედი
მაია ბურდული, ლევან კაცაძე

წარმატებისათვის აუცილებელია უპირველესად საკუთარი თავის რწმენა, ნებისყოფა, საკუთარ თავზე მუშაობა, დაუღალავი შრომა, მონდომება, სიყვარული იმ საქმისადმი, რასაც აკეთებ და რა თქმა უნდა, იღბალიც. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციალი და სწორი არჩევანი, თუ რა მიმართულებას აირჩევ. დიდი ხანი ვეძებდი მიმართულებას, რა უნდა მეკეთებინა. თავდაპირველად სხვა კუთხით მოხდა ჩემი პროფესიული სვლა, შევიცვალე მიმართულება და წავედი მარკეტინგის, . . .


მაკა ნაცვლიშვილი

მხატვარი, დიზაინერი,
ფეშენ არტის სამხატვრო ხელმძღვანელი
მაკა ნაცვლიშვილი, ლევან კაცაძე

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმატება დაკავშირებულია ხარისხთან, დისციპლინასთან, შრომისმოყვარეობასთან, ბედის წყალობასთან და გარკვეულ ხელისშემწყობ გარემოებებთან. საერთოდ, როცა ადამიანი არის ენერგიული, დაუზარელი და ინიციატორი, წარმატებაც არ აყოვნებს. წარუმატებლობის დროს მცდელობა არ უნდა დააკლო და არ უნდა მიატოვო საქმე, ბოლომდე უნდა იბრძოლო შენი მიზნის მისაღწევად და . . .


ნანა ადეიშვილი

ბიზნეს-ლედი, დოცენტი
კოსმეცევტიკური კომპანია
,, დანეს“ წარმომადგენელი
ნანა ადეიშვილი, ლევან კაცაძე

ადამიანს, რომელსაც სურს, მიაღ-წიოს წარმატებას, აუცილებლად უნდა იყოს მიზანდასახული, შრომისმოყვარე, უყვარდეს და ესმოდეს საქმე, რომელსაც ის აკეთებს.

წარმატებას და ლიდერობას თან მოსდევს სირთულეები, მით უმეტეს, თუ ქალი ხარ. წარუმატებლობის პერიოდში მთავარია პესიმიზმში არ ჩავარდეს ადამიანი. თუ ოპტიმისტი ხარ, ყოველთვის გამონახავ ძალებს, რომ გადალახო სირთულეები. სამწუხაროდ, . . .


მაია გიორგობიანი

ბიზნეს-ლედი
სალონ "მელანჟის" ხელმძღვანელი.
მაია გიორგობიანი, ლევან კაცაძე

ჩემი წარმატების ფორმულა არის წესიერება, კეთილშობილება, ალბათ, ცოტაოდენი იღბალი და, რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრი და შრომა. ტყუილუბრალოდ არაფერი არ მოდის, ადამიანმა თავისი ადგილი უნდა იპოვოს ცხოვრებაში. თუ ადამიანი თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, ის ბედნიერია. აუცილებლად უნდა იყო კეთილი, დაეხმარო მეგობრებს, ახლობლებს და უცნობებსაც კი. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო ჩემს ირგვლივ მყოფ . . .


ეკა ვაშაკიძე

"მის კავკასია", 1991 წ.
ბიზნეს - ლედი
ეკა ვაშაკიძე

წარმატებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია შრომა. შრომაში ვგულისხმობ სწავლას, საქმისადმი თავდადებას, ყველაფერთან ერთად საჭიროა ლიდერის თვისებები. აუცილებელია ზუსტი გათვლა, რა უნდა გააკეთო, ობიექტურად შეაფასო არსებული სიტუაცია და აუცილებელია რისკის ფაქტორიც, არ უნდა გეშინოდეს ნაბიჯის გადადგმის, არ უნდა შეუშინდე სიძნელეებს.

წარმატებისაკენ გზა ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, არ მგონია მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული . . .


თინათინ წილოსანი

ღვინის კომპანია "შუმის"
ბრენდ-მენეჯერი.
თინათინ წილოსანი, ლევან კაცაძე

ჩემი წარმატების ფორმულა კომუნიკაბელურობა, მიზანდასახულობა, უბრალოება და შრომისმოყვარეობაა. რომ არა ღვთის წყალობა, არაფერი გამოვიდოდა. როცა ბევრს შრომობ, ღმერთი ყოველთვის გეხმარება და აღწევ კიდეც სასურველ მიზანს. ჩემი სტიმული, რომ ყველაფერს მივაღწიო და ყველა სირთულე გადავლახო, არის ჩემი შვილი, ოჯახი, დედა და ჩემი მეგობრები. ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ.

რთულ . . .

მერი მაცაბერიძე

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის,
სახელმწიფო მუზეუმის სახვითი ხელოვნების
ფონდების მცველი
მაკა საჯაია, ლევან კაცაძე

ყოველთვის ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც პატიოსანი და კარგი მოქალაქეები ცხოვრობენ. მოვალეობად ვთვლიდი, ოჯახის, მეგობრების და ქვეყნის წინაშე სწორად მეცხოვრა და დამეშვა ნაკლები შეცდომა. თავისთავად წარმატებულია ადამიანი, რომელსაც ჰყავს კარგი მეუღლე, შვილი, აქვს სამსახური და, რაც მთავარია, ორივეს ერთად კარგად უძღვება. როდესაც ხარ წარმატებული, ამ . . .


მაკა საჯაია

კულტურულ ღონისძიებათა
დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი
მაკა საჯაია,  ლევან კაცაძე

წარმატებას რომ მიაღწიო, საჭიროა ბევრი შრომა საკუთარ თავზე, დადებითი ემოციები და კარგ ხასიათზე ყოფნა. ძალიან რთულია იყო წარმატებული, მაგრამ როცა ხარ პროფესიონალი და გიყვარს შენი საქმე, სირთულეები იხსნება. არიან ქალები, რომლებსაც არ აქვთ ლიდერობის ამბიცია და ურჩევნიათ დიასახლისობა, მოუარონ ოჯახს და გაზარდონ შვილები. მე ასეთ ქალებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ კარგი იქნება, იყო საქმიანი, . . .


ახლა მივხვდი ნაპოლეონი რატომ ითხოვდა სიამოვნების გაგრძელებას

Jajanidze, Mermanishvili

.

ძალიან ხშირად მეკითხებიან სად ვისვენებ, სად ვატარებ თავისუფალ დროს, ყველას გონია ფსიქოლოგს განტვირთვა არ ჭირდება. ყოველთვის ვამბობ, მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე ფსიქოლოგი. სიმართლე გითხრათ მართლა იშვიათად თუ ვპოულობ ისეთ ადგილს სადაც დავისვენებ, განვიტვირთები და ბედნიერად ვიგრძნობ თავს. ჩემმა ერთმა მეგობარმა მისამართი მომცა და მითხრა, მიდი ირაკლი აბაშიძის 28 . . .


არავის არ მინდა ვგავდე

გიორგი მუყმანიანი მთელი მსოფლიო პოლიტიკა მიმართულია რეგიონის განვითარებაზე, საქართველოშიც ნელა, მაგრამ დაწყებულია ეს პროცესი, ყველასათვის ცნობილია საჩხერის რაიონი სოფელი ჭორვილა, რომელიც პირველი რეგიონია, სადაც სერიოზული განვითარება დაიწყო, როგორც სოფლისმეურნეობის ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. ეს სოფელი არაფრად არ ჩამოუვარდება ევროპის ნებისმიერ რეგიონს: ,,მე რომც არ ვთქვა, ყველასათვის ცნობილია, რომ ამ პატარა სამოთხის ავტორი ბიძინა ივანიშვილია”, ასე განაცხადა 13 წლის, . . .

ნიკო ცეცხლაძის გამოფენა ,,ნანტიდან პარიზამდე”

გიორგი მუყმანიანი

2009 წლის 20 ივნისს, რესტორან “პურ-პურის” საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ნიკო ცეცხლაძის გამოფენა “ნანტიდან პარიზამდე”. ნიკო ცეცხლაძე ე.წ 80-ანელთა თაობას ეკუთვნის. ის ჯერ კიდევ მარჯანიშვილის ჯგუფიდან არის ცნობილი, როდესაც საქართველოში ახალი მედიები შემოდიოდა და გასული საუკუნის 20-ანი წლების მოდერნისიტული ტენდეციები ისევ სახელოვნებო მეინსტრიმი ხდებოდა უკვე თანამედროვე ხელოვნების სახით. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს მსოფლიოს მარავალ ქვეყანაში . . .


ადრეულ ასაკში გაჩენილი ნაოჭები არასწორი მოვლის შედეგია...

Tatiana

ლამაზი და გლუვი კანი ქალის მომხიბვლელობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ადრეულ ასაკში გაჩენილი ნაოჭები, ფორები, გართულებული აკნე, ხშირად განპირობებულია არა გენეტიკით, არამედ არასწორი მოვლით. თუU როგორ უნდა მოვუაროთ და შევუნარჩუნოთ კანს ბუნებრივი სილამაზე, ამაში ექიმი - კოსმეტოლოგის მაკა ბერიაშვილის რჩევები დაგვეხმარება.

-მაკა, სილამაზის შესანარჩუნებლად, როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს დღის . . .


მიშა წულუკიძე: დიდი სურვილი მაქვს საქართველოში საუკეთესო მარკის მანქანები დადიოდეს

გიორგი მუყმანიანი დინჯად მოსაუბრე, თავის საქმეზე შეყვარებული და მცოდნე, ტელეკომპანია ,,მზის” გადაცემა ,,საიმედო ავტო”-ს ავტორი და წამყვანი მიხეილ წულუკიძე ჩვენი ჟურნალის სტუმარი გახლავთ, ყოველთვის საინტერესოა ნიჭიერ ადამიანთან საუბარი. სწორი მიდგომა ცხოვრებისადმი, მიზანდასახული და ორიგინალური იდეების მქონე ჩემი რესპოდენტი, იმდენად გახსნილი და გულწრფელი აღმოჩნდა . . .

ჩინური მოდელების ჩვენება

D. Amirejibi

ჩემი ყურადღება ქუჩაში გაკრულმა საინტერესო დიზაინით გაფორმებულმა აფიშამ მიიპყრო, 2009 წლის 13 ივნისს,, 21 საათზე, ერეკლე მეფის ქუჩაზე კაფე-ბარ “ტაპა”ს ტერიტორიაზე, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის სანახაობათა მხატვრული გაფორმების მესამე კურსისის სდუდენტების ნამუშევრების თეატრალიზებული ჩვენება გაიმართება. - გადავწყვიტე სანახაობაზე წასვლა და მასალის მომზადება, რაც იქ ვნახე მოლოდინს გადააჭარბა, ლამაზად გაფორმებული ქუჩა, მაღალი გემოვნებით გაკეთებული დეკორაცია, უამრავი . . .

მაკა ნაცვლიშვილის კოლექციის ჩვენება სველ ხალიჩაზე

D. Amirejibi

5 ივნისს ვაჟა-ფშაველას #36-ში მდებარე მაღაზია Fashion + Art ტერიტორიაზე დიზაინერ მაკა ნაცვლიშვილის ნამუშევრების ჩვენება მოეწყო. ჩვენების ორგანიზატორების თქმით, ყველაფერი სხვაგვარად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წვიმამ დიზაინერის გეგმები შეცვალა. ჩვენება ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა და მოდელებიც სველ ხალიჩაზე გმირულად მიმოდიოდნენ. წვიმამ ვერც საზაფხულო ტანისამოსში გამოწყობილი სტუმრები შეაშინა - ზოგი ქოლგის ქვევიდან . . .


ინტერვიუ ეკა ბერიძესთან

Eka beridze

ეკა ბერიძე:“დღევანდელ ტელეარხებს თითქოს უხილავი, მაგრამ მაინც ყველასთვის ხილული ხელი მართავს...”

ყოფილი ჟურნალისტი ეკა ბერიძე უკვე 4 წელია, რაც ტელეეკრანზე არ გამოჩენლია, მაგრამ მაინც იწვევს საზოგადოების ინტერესს. მან ეს ტელევიზორის განსაკუთრებული სპეციფიკით ახსნა, თუმცა იმას ვერსად გავექცევით, რომ მისი ჟურნალისტური რეიტნიგი პიკზე იყო, მაშინ როცა ეკამ ეს სფერო დატოვა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტიკიდან წასვლა მხოლოდ მისი მიზეზით არ მომხდარა და ეს სხვადასხვა . . .


გიორგი ყურაშვილი

გიორგი მუყმანიანი

გიორგი ყურაშვილი: ადვილია მეგობრისთვის თავის გაწირვა, მაგრამ ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი, ვისთვისაც ღირს ეს...

ახალგაზრდა მსახიობს, გიორგი ყურაშვილს ძალიან უყვარს თავისი პროფესია, თუმცა, აღიარებს, რომ “მშიერი არტისტების” წარმომადგენელია, უკეთესი მომავლისკენ ისწრაფვის და პროფესიული წარმატების არც ერთ შანსს ხელიდან არ უშვებს. მიუხედავად ყველაფრისა, გიორგიც თავის მომავალს საზღვარგარეთ ხედავს...

- როგორ გადაწყვიტეთ მსაიობობა?

- ბავშვობიდან მინდოდა, მსახიობი . . .


კარგად მოსაუბრე ადამიანი თავისი ერის სახეს წარმოადგენს

გიორგი მუყმანიანი

საქართველოში სწორი და გამართული მეტყველების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით ახალ თაობაში. ხშირია სიტყვების შემოკლება, მათი არასწორი წარმოთქმა, ბარბარიზმებით, გაწელილი მეტყველებით და სლენგით საუბარი. რა სახის პრობლემებს ვხედავთ ამ სფეროში და რატომ იჩინა ამ პრობლემამ განსაკუთრებით თავი? ამ კითხვებზე პასუხს ჰუმანიტარული ინსტიტუტის სასცენო მეტყველების პედაგოგი გიორგი მუყმანიანი გაგვცემს. . . .


შეხვედრა ნია ნოზაძესთან

A. Toidze

მჭადის ტორტი შებოლილი ყველით, ბოლოკის გეორგინა, ხახვის კანისგან გაკეთებული ფოთლები.... თუმცა არა.... აზრი არ აქვს ასე საუბარს, თუ თვითონ არ ნახავ იმ სილამაზეს, რის გამოც ამ ხელოვან ადამიანთან შეხვედრა და მისი შემოქმედების უკეთ გაცნობა გადავწყვიტე.

ჩემი რესპოდენტი ქალბატონი ნია ნოზაძე გახლავთ, რომელიც სკოლაში მუსიკას ასწავლის და ამავდროულად გატაცებულია მუსიკისგან სრულიად განსხვავებული საქმიანობით . ეს კეიტერინგია-საკვების დიზაინი.
ქალბატონ ნიას არაერთ . . .


ლევან ტუღუში: ადამიანებო იყავით ფრხილად, ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა.

D. Amirejibi

ქუჩაში ახალგაზრდა სიმპატიური მამაკაცი ფოტოებს იღებდა პროფესიული ცნობისმოყვარეობა ვერ დავძლიე და მისი პიროვნებით დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ იგი პროფესიით რეჟისორი, ფოტო-ვიდეო სტუდიის ,,სახლი“- ს მფლობელი გახლდათ.. საუბრის დროს სურვილი გამიჩნდა მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, ჩემდა გასაკვირად უყოყმანოდ დამთანხმდა. ჩემი ახალი ნაცნობი ხელოვნებაზე და შემოქმედებაზე ძალიან ფაქიზად საუბრობდა. Mმივხვდი, რომ ჩემდა უნებურად . . .


ერთხელ, იანვრის თვეში...

D. Amirejibi

შეხვედრის პირველი წუთები ოფიციალური იყო, შემდეგ უფრო «გავშინაურდით» და ჩვენმა საუბარმა «თავისუფლების» გეზი აიღო. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანი და მითუმეტეს, მამაკაცი სილამაზეს სიტყვებით კი არ გადმოგცემს, არამედ ამის წარმოსახვის საშუალებას გიქმნის. ბატონი ზაზა ჩომახიძის ეშხიც სწორედ ეს არის, მას უყვარს ყველა, მაგრამ ეტრფის ერთს - ქართველს... რატომ ქართველს? ამას ჩვენს ინტერვიუში გაეცნობით.

- ქართველი ქალი არის, ყველაზე უნიკალური მოვლენა, მსოფლიოში. ამის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო . . .


დათო წიკლაური - მისტერ ვალენტინი 2009

«ბედნიერებაა, სწორად იპოვო შენი საქმე და აკეთო ის, რაც გიყვარს» Chilib bar

14 თებერვალს, კლუბ კუბიკში, ქართველი საზოგადოებისთვის უჩვეულო და ამავე დროს, სახალისო «მისტერ ვალენტინის» კონკურსი გაიმართა. გია ჯაჯანიძის იდეა, ლიკა ყაზბეგმა განახორციელა. კონკურსში 17 განსხვავებული პროფესიის და ასაკის მამაკაცი იღებდა მონაწილეობას. კონკურსის მონაწილე აუცილებლად თავის პროფესიაში წარმატებული მამაკაცი უნდა ყოფილიყო. კომპეტენტური ჟიურის რჩეული, ასაკით ყველაზე პატარა . . .


ჯანმრთელობის საიდუმლო

A. Toidze

“სამოცი წლის ვარ და ეხლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ორმოცი წლის ასაკში ვიყავი. მაშინ ყველაფერი მტკიოდა. ახლა კი სხვადასხვა ვარჯიშების წყალობით არაფერი მაწუხებს.” ეს სიტყვები ეკუთვნის ქალბატონ მარგარიტა ხვადაგიანს, რომელიც არის “სიჯანსაღის სკოლის” დამფუძვნებელი. იგი უამრავ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დახმარებია გამოჯანმრთელებაში მეტად მარტივი ვარჯიშების საშუალებით. ქალბატონ მარგარიტას ვთხოვეთ გაეზიარებია ჩვენთვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამოდენიმე . . .


ადამიანის სახის გამოსაძერწად საჭიროა არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი მომზადება

A. Toidze

დიზაინერი, მანანა ანთელიძე საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანია მოდის საკითხებში. ამის გარდა კარგად ერკვევა ფოტოგრაფიაში, არქიტექტურასა და ფერწერაში. მასთან ურთიერთობა იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჟურნალისტისათვის მთავარ მოთხოვნას- ვიყო ობიექტური დასაწყისშივე ვარღვევ. ეს ქალბატონი გამოირჩევა დახვეწილი საუბრის მანერით, . . .


ირანულ ღამის კლუბში საქველმოქმედო აქცია მოეწყო

Chilib bar

ცოტნე გამსახურდიას ექს-მეუღლემ, სოფო ჩიკვილაძემ და ლიკა ყაზბეგის მოდელმა, ბელა ცირეკიძემ, 28 მარტს “ჩილიმ ბარში” ორიგინალური საღამო გამართეს. ლიკა ყაზბეგის მოსწავლეებმა ნინო გოგიბერიძის მიერ შექმნილი მოდელები წარმოაჩინეს. მაყურებლები მათმა საოცარმა სილამაზემ აღაფრთოვანა. დამსწრე საზოგადოება განაცვიფრა დარბაზში პითონის გამოჩენამ. რამოდენიმე გოგონას ყელზე გველი ჰყავდა შემოხვეული, რაც საღამოს ორიგინალურობას სძენდა. წვეულებას ირანული მუსიკისა და . . .


პაატა თედიაშვილის კლიპის პრეზენტაცია

Paata Tediashvili

პაატა თედიაშვილის კლიპის პრეზენტაცია 26 მარტს გაიმართა. რეჟისორი გახლავთ კობა ბრეგვაძე “პირველი სტერეოს” მუსიკალური რედაქტორი, მენეჯერი. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის თავად პაატას. არანჟირება კი ჭაბუკა ამირანაშვილს, რომელიც გაკეთდა სტუდია “მიქსში”. კლიპში მონაწილეობდნენ თეატრ “ნაბადთან” არსებული სკოლა-აკადემიის ბავშვები. გადაღება შარდენზე, ერთ-ერთ გალერეაში მიმდინარეობდა.

პაატა თედიაშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც ჩაიფიქრე ის მივაწოდო მაყურებელს, მსმენელს. მემგონი, . . .


მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე პროფესიონალი

D. Amirejibi

სახლიდან ჩაფიქრებული გავე-დი... ვღელავდი... რამდენჯერმე შევამოწმე საჭირო ნივთები ხელჩანთაში. მაშინებდა ინტერვიუ, ფსიქოლოგთან და ამავდროულად კარგ ჟურნა-ლისტთან. ვფიქრობდი, როგორც კი დამინახავს, მაშინვე ჩემს სულში ჩაიხედავს, ჩემს ფიქრებს წაიკითხავს და იმასაც აუცილებლად მიხვდება, რომ დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი... სამარშრუტო ტაქსში მოვკალათდი და ჩემდა უნებურად მომზადებულ კითხვებს დავუწყე გადამოწმება... რესპოდენტის სახლთან მისულმა, უკვე ყველა შეკითხვა ზეპირად ვიცოდი. გული . . .


გასეირნება ყარაბაღში 2

A. Toidze

“თბილისელი გიო და სოხუმელი სნაიპერი სპარტაკა აფხაზეთის ომში გაიცნობენ ერთმანეთს. გიოს და სპარტაკას ქართველი გენერალი დავალებას აძლევს, ისინი აზერბაიჯანში (ყარაბაღში) უნდა გაემგზავრონ და ჭურვები ჩამოიტანონ, ჭურვების შესაძენი ფული კი თბილისში მდებარე ნავთობბაზის დირექტორს უნდა გამოართვან. გიო სპარტაკას თავისი მეგობრის, გოგლიკოს მისამართს აძლევს, გიოს თქმით, გოგლიკო შეძლებს მეგზურობა გაუწიოს სპარტაკას და ჭურვების შოვნაში "

ეს “გასეირნება ყარაბაღში 2”-ის მოკლე შინაარსია. ფილმის პრემიერა 22 მარტს გაიმართა. ფილმის . . .


ინტერვიუ ლიზა ვადაჭკორიასთან

A. Toidze

საქართველოში არაერთი ტელე თუ რადიო გადაცემაა, რომელსაც სიამოვნებით ვუსმენთ და ვუყურებთ. ზოგჯერ ნაკლებად ვიცით ვინ იზრუნა ჩვნთვის სასიამოვნო განწყობის შექმნაზე. ალბათ უფრო დავინტერესდებოდით თუკი გავიგებდით, რომ ამ ყველაფრის მიღმა მეტად მშვენიერი ქალბატონი დგას. არაერთი პროექტის ავტორს ლიზი ვადაჭკორიას ვესაუბრე მის საქმიანობასა და წარმატებებზე, რომელსაც ამ ინტერვიუში გთავაზობთ.

რას ნიშნავდა თქვენთვის, როდესაც გთხოვეს მონაწილეობა მიგეღოთ პროექტში "წარმატებული ქალი პოდიუმზე"? . . .


ქალი და სილამაზე

D. Amirejibi

"თუ ბუნებით ქალი ლამაზია, -ბუნებამ და გენმა მისდაუნებურად გაუკეთა საჩუქარი, - მნიშვნელოვანია, როგორ მოუვლი ამ ძღვენს, როგორ შეაფასებ საკუთარ სილამაზეს, როგორ წარმოაჩენ მას". ფსიქოლოგი, დავით ამირეჯიბისთვის - "სხეულის სილამაზე მეტაფიზიკური ბუნებისაა, მას ისევე უნდა აღქმა, წვდომა, მოპყრობა, როგორც ხელოვნების ნიმუშს". საინტერესოა, ფსიქოლოგის აზრი ზოგადად სილამაზეზე, მის გამოყენებასა და შენარჩუნებაზე. რომელსაც ჩვენი მკითხველი ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში გაეცნობა.

- ჭკვიანი ქალი ყოველთვის აცნობიერებს რაოდენ დიდი სიმდიდრე . . .


მინდა რომ ყველა დიზაინერს ჰქონდეს მუშაობის პირობები

A. Toidze

ქალბატონ ნინოსთან მუშაობა საინტერესო და სასიამოვნოა. მისი თითოეული ნამუშევარი აღფრთოვანებას იწვევს. თავიდან არ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა შექმნას... მანეკენს რომ ჩააცმენს სამოსს, შემდეგ იწყებს ფიქრს თუ როგორ დაასრულოს მანეკენის ინდივიდუალურ გარეგნობასთან შერწყმით. მუშაობის პროცესში მოსდის იდეა და ქმნის შედევრს!

პროფესიით მხატვარ- მოდელიერს მამა სახალხო არტისტი ყავდა; დედა ფილოლოგი ყავს; ძმა კი-თეატრის მხატვარი. ქალბატონი ნინო გოგიბერიძე დიზაინერია. მან 2004-2008 . . .


თეატრი «ნაბადი»

«ნაბადში» ნანახი სპექტაკლი არ ბეზრდებათ. როცა ადამიანი ერთი და იგივე სპექტაკლს რამოდენიმეჯერ უყურებს და ყოველთვის გაბრწყინებული თვალებით დატოვებს დარბაზს -ცოტას არ ნიშნავს...

A. Toidze «ნაბადი» არის ფოლკლორული თეატრი, რომელიც დაარსდა 2004 წელს. ეს არის თეატრი სიმღერითა და პლასტიკით თანამედროვე და ტრადიციული ფორმების შეხამებით. ეს არის ჩამონათვალი რა თემებზეც დგამენ «ნაბადში» სპექტაკლებს: საქართველოს კულტურა, ტრადიცია, ისტორია, ციტატები მითოლოგიიდან, ბიბლიიდან, ადამი და ევადან მოყოლებული დღემდე ის დასამახსოვრებელი მოვლენები, . . .


გარდასახვის მსახიობი

A. Toidze

სახალხო არტისტის ალექსანდრა თოიძის შემოქმედებითი დიაპაზონი მნიშვნელოვნად ფართო და მაღალი იყო, ამას ამტკიცებდნენ მის მიერ დიდი ოსტატობით შესრულებული მკვეთრად სახასიათო როლები, რომლებშიაც ცხოვრებაზე დაკვირვების უნარი გამოსჭვივის.
1925 წელს, თბილისში კინოსურათის "დინა-ძაძუს" გადასაღებად ჩამოვიდა რუსეთის მუნჯი კინოს ცნობილი ოსტატი ი. ჟელიაბუსკი. რეჟისორი მოხიბლა ალექსანდრა თოიძის შესანიშნავმა გარეგნობამ და რაც მთავარია, მისმა უშუალობამ, მიმზიდველობამ. ფილმში ახალგაზრდა ქალიშვილმა შექმნა თავისუფლებისმოყვარე . . .


ცნობილია, რომ თქვენ მუშაობდით პროექტზე "წარმატებული ქალბატონები". რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

Dina

პროექტი დასაწყისშივე მომეწონა. დღესდღეობით პოდიუმზე მხოლოდ თინეიჯერებს ვხედავთ. ეს ხომ უსამართლობაა. მე ვფიქრობ, რომ ქალი 30 წლის ასაკის მერე იხვეწება და ყალიბდება. თვალს ხომ, როგორც გარეგანი ასევე შინაგანი სილამაზის აღქმაც სიამოვნებს.

რამდენად რთული იყო ამ პროექტზე მუშაობა?

ამ პროექტზე მთელი ოთხი თვე ვიმუშავეთ. ყველაზე რთული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება . . .


როდის არის აუცილებელი მიმართოთ კოსმეტოლოგს სახის კანის გაწმენდასთან დაკავშირებით?

Tatiana თუ გრძნობთ დისკომფორტს სახეზე, ფორები დაბინძურებულია შლაკებით, გაქვთ გამონაყარი და გექერცლებათ კანი - მიმართეთ კოსმეტოლოგს კონსულტაციისთვის. დიაგნოსტიკის შემდეგ კოსმეტოლოგი განსაზღვრავს გჭირდებათ თუ არა სახის გაწმენდა.
სახის კანის გაწმენდა როგორც წესი სჭირდებათ ქალების უმრავლესობას, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება შევძლოთ სახლის . . .


Copyright © 2008-2014 Lika Kazbegi. Designed by Vakhtang Aroshidze